თბილისი:
მანჩესტერი:
6-09-2021, 11:31
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1708,
კომენტარები: 11
ლინგარდი: "მე მას მივესალმე"
ლინგარდმა გოლის აღნიშვნაზე ისაუბრა.
ლინგარდი:
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი შეხვედრები გუშინ გაიმართა. ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა ანდორას უმასპინძლა და სტუმრები დამაჯერებელი ანგარიშით 4-0 გაანადგურა.

შედეგიანი მატჩი ჰქონდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველს ჯესი ლინგარდს რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში საკუთარ აქტივს დამატებით ორი გოლი შემატა.

პირველი გოლი ინგლისელმა "წითელი ეშმაკების" სუპერვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს სტილში აღნიშნა, მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმა სწორედ აღნიშნულ საკითხზე დაუსვეს კითხვა ფეხბურთელს.

"მე და მაუნტი თამაშის დაწყებამდე ვსაუბრობდით თუ როგორ ავღნიშნავდით გატანილ გოლს. გადავწყვიტე, იმ შემთხვევაში თუ გავიტანდი ეს აღნიშვნა კრიშტიანუს აღნიშვნის მსგავსად ყოფილიყო, ამით მე მას მივესალმე.

დარწმუნებული ვარ, რომ კრიშტიანუ რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედს" ბევრ სარგებელს მოუტანს".
- ციტირებს MEN - ჯესი ლინგარდის სიტყვებს.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: makaveli
9 სექტემბერი 2021 22:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ბარო ჯესი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top