თბილისი:
მანჩესტერი:
4-09-2021, 12:14
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1687,
კომენტარები: 11
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პრიორიტეტი
კლუბი ფეხბურთელს იანვარში მიუბრუნდება.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პრიორიტეტი
ინგლისის ნაკრების და მადრიდის "ატლეტიკოს" განაპირა მცველი კიერან ტრიპიერი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ოლე გუნარ სოლსკიაერის ერთ ერთი მთავარი სამიზნე იქნება.

"მანკუნიანელებს" კიერანის ტრანსფერის წარმატებით დასრულება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სურდათ, თუმცა მოლაპარაკებები ჩავარდა და ტრიპიერიც დარჩა იქ სადაც ამჟამად არის.

30 - წლის ფეხბურთელს, "ნისლიან ალბიონზე" დაბრუნების შანსი იანვარში ექნება. მანამდე, "ოლდ ტრაფორდზე" მოთამაშის შესაძენად სატრანსფერო ფასზე და მოქმედების გეგმებზე იმუშავებენ.

ახალი სეზონი ინგლისელი მცველისათვის "ატლეტიკოს" შემადგენლობაში ძირითადიდან დაიწყო, მოთამაშემ მადრიდელთა რიგებში უკვე ჩაატარა რამოდენიმე შეხვედრა.

კონტრაქტის პირობებით ტრიპიერი "ატლეტიკოს" - თან 2023 წლამდეა დაკავშირებული. აღნიშნულზე Mundo Deportivo - მ დაწერა.
ჭორები
11 კომენტარი
№11
ავტორი: makaveli
9 სექტემბერი 2021 22:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
აუ მოაშორონ რაა რა ცენზურა ამ ბრიტანელება როო

ბრიტანელებს ტოო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top