გერმანული "დორტმუნდის" ნორვეგიელი ამომავალი ვარსკვლავი ერლინგ ჰოლანდი ერთბაშად რამოდენიმე ევროპული გრანდის ყურადღების ქვეშაა მოქცეული.
ზაფხულის დასასრულთან ერთად, სატრანსფერო ფანჯარაც დაიხურა და შესაბამისად თავდამსხმელი გერმანულ კლუბში დარჩება, თუმცა სავარაუდოა რომ მინიმუმ ეს სეზონი რადგან მომავალ წელს ტრანსფერის ალათობა ძალიან დიდია.
ESPN - ის მიერ დღეს გაჟღერებული ცნობით, ინგლისური გრანდის "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი სამიზნე მომავალ ზაფხულს სწორედ ერლინგის კონტრაქტის შესყიდვა იქნება.
"ოლდ ტრაფორდზე" ვარაუდობენ და იმედოვნებენ რომ ჰაალანდი თავის ყოფილ მენეჯერს ოლე გუნარ სოლსკიაერს დაუბრუნდება, შეგახსენებთ რომ ფეხბურთელს და მწვრთნელს ერთად "მიოლდეში" აქვტ ნამუშევარი.
"იუნაიტედის" მოწინააღმდეგეთა სია მართლაც რომ შთამბეჭდავია: "სიტი", "პარი სენ ჟერმენი" და მადრიდის "რეალი" ასევე ეცდებიან თავდამსხმელის საკუთარ რიგებში ხილვას, როგორც ჩანს მომავალი წელი ჰაალანდისთვის უჩვეულოდ ცხელი იქნება.