სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეს, "მანჩესტერ იუნაიტედი" გუნდის ფრანგი წევრისთვის, ენტონი მარსიალისთვის ახალი კლუბიის ძიებაში იყო, მსურველიც გამოჩნდა მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა.
"წითელ ეშმაკებს" ენტონის გასხვისება იჯარის წესით სურდათ, გამოსყიდვის შესაძლებლობა ხელშეკრულებაში არ იქნებოდა ჩადებული. რაც შეეხება ფეხბურთელის მსურველ კლუბს, ის ფრანგული "ლიონი" გახლდათ.
"ლიონის" სპორტული დირექტორი ჟუნინიო თავად დაუკავშირდა მარსიალს და ტრანსფერზე თანხმობის მიღება სთხოვა, თუმცა მარსიალმა "მანჩესტერის" დატოვებაზე მტკიცე უარი განაცხადა. ინფორმაცია L'Equipe - ემ გაავრცელა.
დღევანდელ "იუნაიტედში" მარსიალს მძიმე კონკურენციის გადალახვა მოუწევს, ეს ყველაფერი იმ ფონზე როდესაც ოლე გუნარ სოლსკიაერის შემადგენლობას ედინსონ კავანი და კრიშტიანუ რონალდუ ამშვენებენ.