თბილისი:
მანჩესტერი:
28-08-2021, 13:42
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1603,
კომენტარები: 14
მარიამობას გილოცავთ !!!
მარიამობის ბრწყნვალე დღესასწაულს გილოცავთ.
მარიამობას გილოცავთ !!!
ახალი აღთქმის თანახმად "წმინდა მარიამი" იყო "იესო ნაზარეველის" დედა, რომელიც მისი დაბადების ჟამს იოსების მეუღლე გახლდათ. არაკანონიკური ნაშრომების თანახმად მისი მშობლები იყვნენ იოაკიმი და ანა, შემდეგში "წმინდანებად" შერაცხული. ლუკას სახარების თანახმად "წმინდა მარიამმა" ანგელოზი გაბრიელისგან შეიტყო მასში იესოს ჩასახვის შესახებ სული წმინდის მეშვეობით.

"წმინდა მარიამი" ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული "წმინდანია" "ქრისტიანულ სარწმუნოებაში", განსაკუთრებით კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის. ქრისტიანული თეოლოგიის ნაწილი, რომელიც "წმინდა მარიამს" ეხება ცნობილია როგორც "მარიოლოგია". მარიამის ამ ქვეყნად მოვლენას "მართლმადიდებლები", "კათოლიკები" და ანგლიკენური ეკლესია ყოველი წლის 8 სექტემბერს აღნიშნავს.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი იშვა ნაკლებად ცნობილ ადგილას, ნაზარეთში. ის გამოვიდა დავითის ტომიდან, რომელიც იმჟამად დამცირებული და ყოველგვარ ბრწყინველებას მოკლებული იყო.

ამქვეყნიური დიდება და პატივი არ შემორტყმია მის აკვანს. ყოველგვარი მიწიერი უპირატესობა გაფერმკრთალდა უხილავი დიდების შუქზე, რომელიც მრავალი საუკუნით ადრე ამზადებდა უფლის დედის შობას. მას კურთხეული და მომადლებული ეწოდა იმ დღიდანვე, როდესაც ქვეყნიერების მხსნელი ჩაისახა.

ანგელოზის მითითებით ახალშობილს მარიამი დაარქვეს, რომელიც ებრაულად „ქალბატონს“ ან „იმედს“ ნიშნავს. მარიამი გახდა დედა ღვთისა და ამით ყოველივე ქმნილის ქალბატონად და იმედად იქცა.

"ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის" შობის ხსენება, როგორც "მართმადიდებელი ეკლესიის" დღესასწაული, ჯერ კიდევ მე–4 საუკუნეში დადგინდა. მოციქულთა სწორმა ელენემ "ღვთისმშობლის" შობის სახელზე აღმართა "ტაძარი". ეს დიდი, საყოველთაო, ათორმეტთაგანი დღესასწაული უძრავია და 8(21) სექტემბერს აღესრულება. ეს არის განუყოფელი სიხარულის დღესასწაული, რადგან ღვთისმშობლისგან ადამიანთა მთელი მოდგმა განახლდა.

MANUTD.GE-ის სახელით ყველა მართმადიდებელს გილოცავთ, ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. ღვთისმშობლის მადლი არ მოგკლებოდეთ.
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: LASHQARA
28 აგვისტო 2021 21:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ... love
0
№12
ავტორი: Svanchester
28 აგვისტო 2021 23:19
  • სიახლეები: 2782
  • კომენტარები: 3862
ციტატა: LASHQARA
ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ... love

ამინ
0
№13
ავტორი: united samudamod
29 აგვისტო 2021 07:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
Yvelas gilocavt zmebo ufalma dalocos chveni ojaxebi
0
№14
ავტორი: SANDROGRIGA
30 აგვისტო 2021 20:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გილოცავთ მოგვიანებით
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top