თბილისი:
მანჩესტერი:
26-08-2021, 14:30
ავტორი: დავითი,
ნანახია: 1520,
კომენტარები: 11
ისევ ჰაალანდი
"იუნაიტედის" შანსები გაიზარდა.
ისევ ჰაალანდი
მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი ნორვეგიელი "ვარსკვლავბიჭუნა" ერლინგ ჰალანდია, რომელმაც გასულ სეზონში 41- თამაშში 41- გოლი გაიტანა. "იუნაიტედი" მის გაფორმებასთან 2020- წელს ძალიან ახლოს იყო, თუმცა ნორვეგიელმა გერმანიას მიაშურა და "ყვითლების" მაისური მოირგო.

როგორც მოგეხსენებათ ჰალანდის აგენტი ყველასთვის ნაცნობი და არც ისე საყვარელი ადამიანი მინო რაიოლაა. მიმდინარე ზაფხულზე ჰალანდის გაფორმება "ჩელსიმ" სცადა, თუმცა მისი გამოსასყიდი თანხა 275 მილიონი ფუნტი სტერლინგი დასახელდა, პლიუს ამას აგენტის საფასური რაიოლამ "ჩელსის" 34 მილიონი ფუნტი სტერლინგი და 820 000 ფუნტი სტერლინგი კვირაში ხელფასი მოსთხოვა, რაც საკმაოდ არარეალური თანხებია.

აქედან გამომდინარე "ჩელსმა" უარი თქვა ჰალანდზე და ლუკაკუ გაიფორმა 98 მილიონ ფუნტი სტერლინგად "ინტერი" - დან, ხოლო ჰალანდი ისევ "იუნაიტედს" დაუკავშირეს. მისი შეძენა 2022 წლის ზაფხულზე იქნება შესაძლებელი 64 მილიონ ფუნტი სტერლინგად რადგან კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად სწორედ ეს ციფრები სახელდება.

ოლე გუნარ სოლსკიაერი ჰალანდთან მუშაობდა "მიოლდეში" და კარგად იცის მისი შესაძლებლობები, ასე რომ შესაძლოა ოლე ხელსაყრელ მომენტს ამ შემთხვევაში კი მომდევნო ზაფხულს ელოდება, რათა ტოპ თავდამსხმელი გაიფორმოს, ვინაიდან ედისონ კავანიმ 1 წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი და მომდევნო ზაფხულს გუნდს დატოვებს. "იუნაიტედს" კი ცენტრფორვარდი კავანის გარდა გუნდში არ ყავს, მარსიალი და რეშფორდი მარცხენა შემტევები არიან, სანჩო და გრინვუდი კი მარჯვენა შემტევები, გუნდი ნომინალური ცხრიანის გარეშე რჩება, ასე რომ მომდევნო ზაფხულზე მინიმუმ ერთ თავდამსხმელის ტრანსფერს უნდა ველოდოთ.

წყარო: Daily Mail
ჭორები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
27 აგვისტო 2021 00:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არ მჯერა ამის ტრანსფერის :)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top