რიო ფერდინანდის აზრით, თუკი "მანჩესტერ იუნაიტედს" ტიტულისათვის ბრძოლა სურს, ისეთი მატჩები რომელიც მაგალითად "საუთჰემპტონთან" დაპირისპირება იყო, კლუბმა უნდა მოიგოს.
პრემიერ ლიგის პირველ ტურში, მოპოვებული სამი ქულის შემდეგ, ოლე გუნარ სოლსკიაერის შეგირდებმა "სენტ მერის" სტადიონიდან მხოლოდ ერთი ქულის წამოღება შეძლეს.
ორი ტურის შემდეგ მოპოვებული ოთხი ქულა ნორმალურ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა ფერდინანდის აზრით, "იუნაიტედმა" ხელიდან გაუშვა იდეალური შანსი დამატებით მოეპოვებინა კიდევ ორი ქულა.
"ახალი დღე იგივე ისტორიით. როდესაც მათ სეზონი ასე ხმაურიანად "ლიდსთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ დაიწყეს, ჩვენ გადავწყვიტეთ გვეფიქრა რომ ყველაფერი შესანიშნავად იყო. პოლ პოგბამ, იმ შეხვედრაში 4 - საგოლე გადაცემა შეასრულა, ბრუნო ფერნანდეშმა ჰეთ-თრიკის გაფორმება შეძლო.
აღფრთოვანებულებიი ვიყავით, რადგან ეს ძალიან ემოციური იყო. კლუბს ამ სეზონში ახალი შემადგენლობა ჰყავს, წავედით "საუთჰემპტონში" სათამაშოდ, კლუბმა რომელმაც თავისი საუკეთესო ფორვარდი დენი ინგსი გაყიდა, მათ ასევე ცენტრალური მცველი იანიკ ვესტეგორიც დათმეს.
როგორც ჩანდა, ამ ყველაფრის მერე ისინი უნდა დასუსტებულიყვნენ, ვფიქრობდით - ეს იდეალური დროა მათთან თამაშისათვის, ქულების დაკარგვა არ შეგვიძლია.
სწორედ მსგავს მატჩებმა შეგვიშალა ხელი გასულ სეზონში, თავი იმაზე უკეთ წარმოგვეჩინა ვიდრე ეს გავაკეთეთ. თუ ისინი გააგრძელებენ მსგავსი გუნდების დამარცხებას და ტოპ - 6 - ის გუნდებთან კარგ თამაშს, იქნება ჩემპიონობის დიდი შანსი.
ვიმედოვნებ, რომ ასეთი შეხვედრები "იუნაიტედისათვის" "აქილევსის ქუსლად" არ დარჩება როგორც გასულ სეზონში. "საუთჰემპტონთან" მოპოვებული ერთი ქულა ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის, მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნე, მათ საუკეთესო ორი ფეხბურთელი გაუშვეს, ისინი დასუსტდნენ და საჭირო იყო ჩასვლა მათთან და უბრალოდ სამი ქულის მოპოვება.
მე ვნახე მეისონ გრინვუდის მატჩისშემდგომი კომენტარი რომელმაც განაცხადა, რომ ისინი უნდა ყოფილიყვნენ უფრო ცივსისხლიანები.
როდესაც "იუნაიტედი" სისხლის სუნს გრძნობს ისეთ მოწინააღმდეგეებთან როგორებიცაა - "სიტი", "ჩელსი", "ლივერპული", - ისინი მიდიან და მათთან ქულებს იღებენ. მაგრამ სწორედ ასე უნდა ითამაშო ყველა გუნდის წინააღმდეგ, ყოველ კვირას, ყოველთვის, თუ გვსურს, რომ ვიბრძოლოთ ტიტულისთვის". - განაცხადა დასასრულს რიომ