26 - აგვისტოს თბილისის დროით 20:00 საათზე, თურქეთში, ქალაქ სტამბულში გაიმართება 2021/22 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის მეტოქეებს გაარკვევს. შეგახსენებთ რომ "იუნატედი" მეორე კალათაშია განთესილი, იგი ჯგუფურ ეტაპზე ვერ შეხვდება ამავე კალათაში განთესილ ინგლისურ გუნდებს.
წარმოგიდგენთ ჩემპიონთა ლიგაზე გასული გუნდებს კალათების მიხედვით:
N1 კალათა: ჩელსი, ვილიარეალი, მადრიდის ატლეტიკო, მანჩესტერ სიტი, მიუნხენის ბაიერნი, ინტერი, ლილი, სპორტინგი.
N2 კალათა: მადრიდის რეალი, ბარსელონა, იუვენტუსი, მანჩესტერ იუნაიტედი, პსჟ, ლივერპული, სევილია, დორტმუნდი.
ჩემპიონთა ლიგაზე გასულია "ბეშიქთაში" და კიევის "დინამოც", თუმცა რომელ კალათაში (ან მე-3-ში ან მე-4-ში) მოხვდებიან აღნიშნული გუნდები ჯერ უცნობია. ასევე გასარკვევია დარჩენილი 4 - გუნდის ვინაობაც სადაც ერთმანეთს შეხვდებიან. შახტარი - მონაკო ზალცბურგი - ბრონდბიუ ბენფიკა - პსვ დინამო ზაგრები - შერიფი;
ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლის ჯგუფური ეტაპი სტარტს აიღებს 14 სექტემბერს.