თბილისი:
მანჩესტერი:
24-08-2021, 16:19
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1334,
კომენტარები: 11
კარაგერისა და ნევილის საინტერესო დებატები
გარი ნევილისა და ჯეიმი კარაგერის ვრცელი ინტერვიუ.
კარაგერისა და ნევილის საინტერესო დებატები
გარი ნევილის აზრით, იმისათვის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ტიტულისათვს ბრძოლა განაგრძოს, საჭიროა ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდმა ახალი, უმაღლესი კლასის თავდამსხმელი დაიმატოს.

ამ ზაფხულს, "წითელმა ეშმაკებმა" 100 - მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯეს და გუნდში ინგლისელი გარემარბი ჯეიდონ სანჩო, ხოლო მადრიდის "რეალი" - დან მსოფლიო ჩემპიონი რაფაელ ვარანი დაიმატეს.

შეიძლება ითქვას, რომ უმაღლესი კლასის მქონე თავდამსხმელი ჰარი კეინი ხელმისაწვდომია, ფეხბურთელს "სპურსის" დატოვება სურს. ხოსეპ გვარდიოლას "სიტიმ" ლონდონურ კლუბს ფეხბურთელის სანაცვლოდ 75 - მილიონი ფუნტი-სტერლინგი შესთავაზე ამას დამატებული 25 მილიონი ფუნტი სტერლინგი ბონუსების სახით, თუმცა უარი მიიღო, "ტოტენჰემს" 150 - მილიონი სურს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული, ყოფილი ფეხბურთელის გარი ნევილის აზრით, ჰარი კეინის დამატება "იუნაიტედს" პრემიერ ლიგის მოგების უმთავრეს კანდიდატად აქცევს.

"მაქვს შეგრძნება და განცდა იმისა, რომ სანჩო და ვარანი "იუნაიტედზე" ისეტ ზეგავლენას ვერ მოახდენენ როგორი ზეგავლენაც თავის დროზე ვან დეიკმა და ალისონმა მოახდინეს "ლივერპულისათვის". მე მაინც ვფიქრობ, რომ მათ მეტი ტრანსფერი ესაჭიროებათ.

"ჩელსი" რომელუ ლუკაკუს ტრანსფერით გაძლიერდა, "სიტიმ" ჯეკ გრილიში დაიმატა, იმ შემთხვევაში თუ ისინი ჰარი კეინის შეძენასაც შეძლებენ ეს იქნება ძალიან დიდი პრობლემა "იუნაიტედისათვის". არ მესმის თუ რატომ არ დგამენ ისინი კიდევ ერთ ნაბიჯს ახალი ტრანსფერის განსახორციელებლად.

"წითელი ეშმაკები" ისტორიულად ყოველთვის ნადირობდნენ ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშეებზე, თუ მარსიალი, ლინგარდი და ჯეიმსი პოტენციურ წამსვლელებად მოიაზრებიან, რატომ არ ცდილობენ ჰარი კეინის დამატებას?

იმ შემთხვევაში თუ ჰარი კეინი მათ რიგებს შეუერთდებათ, ისინი შეძლებენ 94-85 ქულის მოგროვებას, აუცილებელია მარსიალისა და კავანის შემცვლელის ყიდვა. რატომ არ ფიქრობენ ამაზე? არ ვიცი, შეძლებენ ტუ არა მხოლოდ ვარანით და სანჩოთი პრემიერ ლიგის მოგებას.

ამ სეზონის მოლოდინები დიდია, ისინი უნდა გახდნენ პირველები, საჭიროა ბრძოლა ტიტულისათვის. თუ სხვა გუნდებს ჰყავთ უკეტესი ფეხბურტელები, ამაზე რეაგირება საჭიროა, შესაძლოა "იუნაიტედმა" ამ სეზონში უკეთესად იასპარეზოს მაგრამ ვფიქრობ, რომ მეორე ადგილიდან მეოთხე ადგილზე ჩამოვლენ. რატომ იცინი? (სტუდიაში ჯეიმი კარაგერიც იმყოფებოდა, სწორედ მას მიმართა ნევილმა).


კარაგერის პასუხი: "როდესაც გარის და როი კინს ვუსმენ, მათ აქვტ მხოლოდ ერთი პასუხი - წადიტ და კიდევ 100 - მილიონი დახარჯეთ. ჩვენს გადაცემებში ეს ყოველტვის მესმის.

ხედავთ "ჩელსის"? მათ რომელუ ლუკაკუ დაიმატეს და როგორ კარგად დაიწყეს ჩემპიონატი და ამბობთ, რომ "იუნაიტედი" ან "სიტი" მოიგებს ტიტულს? "იუნაიტედი" ორივეზე დაბლა საფეხურებზე დაამთავრებს.

მე ვერ ვხედავ მიზეზს თუ რატომ ვერ გაუწევს "იუნაიტედი" მათ კონკურენციას, იმ შემთხვევაში თუ გვარდიოლას ან ტომას ტუხელს "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩავაბარებდით ისინი ჩემპიონატს აუცილებლად მოიგებდნენ".
- ინტერვიუ Sky Sports - ის პირდაპირ ეთერში იქნა გაჟღერებული.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
25 აგვისტო 2021 14:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ჯერ ძაან ადრეა საუბარი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top