ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 31 - აგვისტოს იხურება, როგორც ჩანს "მანჩესტერ იუნაიტედი" კიდევ ერთი ტრანსფერის გაჩარხვას გეგმავს.
საქმე ეხება ედუარდო კამავინგას. ფაბრიციო რომანოს მიერ დღეს გავრცელებული უახლესი ინფორმაციით, "რენი" მზად არის კამავინგა ინგლისურ გრანდს დაუთმოს.
ლიგა 1 - ის კლუბი მზად არის შეელიოს საკუთარ ფეხბურთელს იმ შემთხვევაში, თუ "წიტელი ეშმაკები" მის სანაცვლოდ 35 - მილიონ ევროს გადაიხდიან.
ედუარდოს გადაბირება "პარი სენ ჟერმენსაც" სურდა, თუმცა პოჩეტინოს კლუბი ამ ზაფხულს ახალი ფეხბურთელების დამატებას არარ გეგმავს, ხოლო ბურთი და მოედანი ამ შემთხვევაში "მანჩესტერული" კლუბის ხელში რჩება.