პოლ პოგბა ამ სეზონს "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩახურავს და 2022 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს კლუბს.
ბრიტანულმა გამოცემება დაწერეს, რომ პოლმა საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ის შემდეგი სეზონიდან მადრიდის " რეალში" ითამაშებს. თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს, რადგან პარიზული კლუის მფლობელი, პოლს საოცარ პირობებს სთავაზობს.
The Independent - ის თანახმად ფრანგები პოლს კვირაში 600,000 სთავაზობენ და ძნელად წარმოსადგენია მასზე უარის თქმას, მითუმეტეს რაიოლას პირობებში.
თუმცა ბრიტანულ პრესას თუ დავუჯერებთ, 29 წლის ფრანგმა არჩევანი მადრიდული კლუბის სასარგებლოდ გააკეთა, რადგან არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ "რეალში" თამაში მისი ოცნებაა.