დიდხანს "იუნაიტედში" - სწორედ ასე ფიქრობენ "მანჩესტერ იუნაიტედის" მესვეურები კლუბის პორტუგალიელ ვარსკვლავზე ბრუნო ფერნანდეშზე.
სამწვრთნელო შტაბს ოლე გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით და გუნდის ხელმძღვანელობას სურს რომ "მაგნიფიკო" გუნდში მინიმუმ 2026 - წლამდე დარჩეს.
ახალი ხელშეკრულების პირობები სწორედ ასეთი იქნება და ფეხბურთელს სწორედ აღნიშნულ ვადამდე შესთავაზებენ ახალ პირობებს.
"წითელი ეშმაკების" რიგებს ნახევარმცველი გასული წლის იანვარში შეუერთდა. მიმდინარე კონტრაქტით ბრუნო "ოლდ ტრაფორდს" 2025 - წლამდეა დაკავშირებული, როგორც ჩანს ამ რიცხვს კიდევ ერთი წელი დაემატება.