თბილისი:
მანჩესტერი:
6-03-2013, 12:11
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 2948,
კომენტარები: 12
მანჩესტერ იუნაიტედი – რეალ მადრიდი 1–2 (გოლები)
გთავაზობთ გუშინდელ მატჩში გასულ გოლებს
მანჩესტერ იუნაიტედი – რეალ მადრიდი 1–2 (გოლები)
გუშინ გაიმართა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩები. ყველაზე დიდ ყურადღებას ოლდ ტრაფორდი იწვევდა, სადაც ერთმანეთს მანჩესტერ იუნაიტედი და მადრიდის რეალი უპირისპირდებოდნენ. წინა მატჩი ბერნაბეუზე ფრედ 1–1 დასრულდა, მანჩესტერელებს მცირე უპირატესობა ჰქონდათ სტუმრად გატანილი გოლის წყალობით. მათთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა, მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიშიც გახსნეს, როდესაც სერხიო რამოსმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, მაგრამ ამის შემდე ყველაფერი იუნაიტედის საწინააღმდეგოდ წარიმართა... მოედნიდან ნანი გააძევეს, რის შემდეგაც 10 კაცით დარჩენილი იუნაიტედი რეალის შტურმს ვეღარ გაუმკლავდა და ორი ბურთი მიიღო საკუთარ კარში. ჯერ მოდრიჩმა უძლიერესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა 69–ე წუთზე, შემდეგ კი რონალდუმ წინ გაიყავან რეალი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2–1. ინგლისელები ტურნირს გამოეთიშნენ, სამეფო კლუბი კი მეოთხედფინალში ითამაშებს.
საუკეთესო ტურნის გამოეთიშა...


მანჩესტერ იუნაიტედი - რეალი 1:2 (ორი მატჩის ჯამში 2:3)

მანჩესტერი: დე ხეა, რაფაელი (ვალენსია 87′), ევრა, ფერდინანდი, ვიდიჩი, გიგზი, კერიკი, ნანი, კლევერლი (რუნი 73′), უელბეკი (იანგი 81′), ვან პერსი.

მთავარი მწვრთნელი: ალექს ფერგიუსონი.

რეალი: დიეგო ლოპესი, ვარანი, რამოსი, კოენტრაუ, არბელოა (მოდრიჩი 59′), ხედირა, იოზილი (პეპე 71′), ალონსო, დი მარია (კაკა 45′), რონალდუ, იგუაინი.

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.

გოლები: რამოსი 48′ (ა.გ.) – მოდრიჩი 66′, რონალდუ 69′.

გაფრთხილებები: ევრა 18′, კერიკი 72′ – არბელოა 38′, კაკა 73′, პეპე 88′.
გაძევება: ნანი 56′.

მთავარი მსაჯი: ჯიუნეთ ჩაქირი (თურქეთი).

მატჩის მოკლე მიმოხილვა

სიახლეები
12 კომენტარი
№11
ავტორი: I_K_A
6 მარტი 2013 18:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 245
დაჟე მეც, ნანის ყვითელიც არ მეგონდა, წამით გავიფიქრე მეთქი არბელოას ჰო არ აძლევსთქო ))
0
№12
ავტორი: buka oboladze
6 მარტი 2013 18:52
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ეჰ ოლდიდან გასაქცევი იქნებოდა ის თურქი მელაძე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top