"მანჩესტერ იუნაიტედს" შესთავაზეს ვინიციუსის გაფორმების შანსი, რადგან ესპანური გიგანტები ცდილობენ დააფინანსონ კილიან მბაპეს ტრანსფერი.
"რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ამ ზაფხულს "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელი მბაპე თავის მთავარ მიზნად აქცია.
მაგრამ პერესს დაბალანსება უწევს და ეს ნიშნავს, რომ რაფაელ ვარანთან ერთად კიდევ ერთი ფეხბურთელი იყიდება.
"რეალი" და "იუნაიტედი" უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებენ საფრანგეთის მცველის ხელმოსაწერად და შეთანხმება მალე შეიძლება იქნას მიღწეული.
თუ ამ შეთავაზებას "მანიუ" დათანხმდა, სავარაუდოა, რომ ეს იქნება 1 წლიანი იჯარა კონტრაქტის გამოსყიდვის პერსპექტივით და საბოლოო თანხა 68.5 მილიონ ფუნტს შეადგენს, სწორედ ეს თანხა ჭირდება "რეალის" პრეზიდენტს.