საკლუბო მხანაგური მატჩები და წინასასეზონო ტურნის სამზადისი სულ მალე აიღებს სტარტს. ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედი" პირველ ამხანაგურ შეხვედრას 18 - ივლისს "დერბი ქაუნთის" წინააღმდეგ გამართავს.
კლუბის რამოდენიმე ცენტრალური მცველი მიუწვდომელია. ვიქტორ ლინდელოფი და ჰარი მაგუაიერი ევროპის ჩემპიონატის გამო დამატებით შესვენებას მიიღებენ, ასევე იუქმებს ერიიკ ბაიი რომელიც ოლიმპიდაზე გაემგზავრება.
ამ მოცემულობით ნორვეგიელ სპეციალისტს მოუწევს დაცვის ცენტრალური ხაზი აქსელ ტუანზებეს და ფილ ჯონსს ჩააბაროს. შეგხსენებთ, რომ ჯონსს გასულ სეზონში "იუნაიტედის" რიგებში არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია, ფეხბურთელი ტრავმების გამო ლაზარეთში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის კლუბის დღის წესრიგში, წინასასეზონო 4 ამხანაგური მატჩის ჩატარება დგას. როგორც ჩანს ფილ ჯონსს გულშემატკივარი "წითელი ეშმაკების" მაისურით სულ მალე იხილავს.