თბილისი:
მანჩესტერი:
5-03-2013, 19:55
ავტორი: BERDI,
ნანახია: 1953,
კომენტარები: 11
მაურინიო: მთელი მსოფლიო გაჩერდება თამაშისთვის
''მადრიდის რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მაურინიომ განაცხადა, რომ დღევანდელი მატჩი იუნაიტედის წინააღდეგ იქნება ენით აუღწერელი სიამოვნების მიღება.
მაურინიო: მთელი მსოფლიო გაჩერდება თამაშისთვის
''რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მაურინიომ დღევანდელი მატჩი ფინალთან გააიგივა. მისი თქმით, მსოფლიო გაჩერდება ამ თამაშისთვის.

''წლევანდელ სეზონში ''იუნაიტედი''აჩვენებს შესანიშნავ რეზულტატებს. ისინი თამაშობენ ისე, როგორც არასდროს.''-თქვა მაურინიომ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე.
''წითელი ეშმაკები'' გავიდნენ ინგლისის თასის ნახევარფინალში და თითქმის გაიმარჯვებას მიაღწიეს პრემიერ ლიგაში. რაც შეგვეხება ჩვენ, 2013 წელი ჩვენც კარგად დავიწყეთ, კარგ ფორმაში შევედით. აი თქვენ კითხვა: რა იქნება გადამწყვეტი ფაქტორი ხვალინდელ მატჩში?-ეს არავინ არ იცის.''

''ჩვენ ამ მატჩამდე ორი გამარჯვებით მოვედით ''ბარსელონას'' წინააღმდეგ, მაგრამ რომც წაგვეგო ეს ბოლო ორი თამაში ჩვენ მაინც მოვიდოდით ''ოლდ ტრაფორდზე'' იგივე განწყობით. რა თქმა უნდა, შედარებით ადვილია თამაში, როდესაც ფეხბურთელები კარგ ხასიათზე არიან. მე მგონია, რომ ''იუნაიტედი'' კარგად ითამაშებს დაცვაში, როდესაც ჩვენ ავიღებთ ბურთს და ჩვენ გავაკეთებთ იგივეს, როდესაც ბურთი მოწინააღმდეგეს ექნება. სერ ალექსის შეგირდებს აქვთ შესანიშნავი შეტევითი ძალა და ამიტომაც არ უნდა დავკარგოთ კონცენტრაცია.''

''ხვალინდელი მატჩი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მე მაქვს მოგებაც, წაგებაც და ფრეც ნათამაშები სერ ალექსის წინააღმდეგ, სხვადახვა კლუბებით. თუ მე ხვალინდელ მატჩს წავაგებ მე ვიტირებ, თუ მე მოვიგებ არ ვაპირებ მთელი სტადიონის შემორბენას.''

წყარო: manutd.ru
სიახლეები
11 კომენტარი
№11
ავტორი: ( MCU...FaN )
5 მარტი 2013 22:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
აუ არ ვიცი რატო მარა უკვე იმდენჯერ არ გაგვიმართლა რო ეგრემგონია წავაგებთ aggressive2
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top