რაფაელ ვარანი კონტრაქტს არ ახანგრძლივებს და სურს დატოვოს ესპანური გრანდი. ფრანგი მცველის შეძენას 3 კლუბი ცდილობს. "მანჩესტერ სიტი" "პსჟ" და "მანჩესტერ იუნაიტედი" და ყველაზე მეტად სწორედ "წითელი ეშმაკები" აქტიურობენ.
პრესაში ბევრი იწერება, რომ "იუნაიტედმა" უკვე შეთავაზა 50 მილიონი ვარანის სანაცვლოდ და მსოფლიო ჩემპიონსაც სურს "მანიუში" თამაში, თუმცა თავისი მოთხოვნები აქვს.
Independent-ის ინფორმაციით, ვარანმა წელიწადში ხელფასის სახით 22 მილიონი მოითხოვა, ანუ კვირაში 450,000. რაც სრული სიგიჟეა და ძნელად წარმოსადგენია მისი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. თანაც იმ ფონზე, რომ პოლ პოგბასთან მოლაპარაკებები ახალ ხელშეკრულებაზე დაიწყებულია და შეთავაზება 5 წლიანი კონტრაქტს და კვირაში გასამრჯელოს 400,000 ითვალისწინებს.