გერმანული გამოცემა Bild წერს, რომ მიუნხენის "ბაიერნმა" კინგლსი კომანის გაყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ფრანგს ხელფასზე ვერ შეუთანხმდა. კომანი გერმანული კლუბისკან ყოველწლიურად 12 მილიონ ევროს ითხოვს.
ამავე გამოცემის მტკიცებით კომანის პოტენციური მსურველი "მანჩესტერ იუნაიტედია", რომელიც ფრანგის მომსახურებით ადრეც ინტერესდებოდა, თუმცა მაშინ "ბაიერნმა" 25 წლის ვინგერის გაშვებაზე უარი განაცხადა.
აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანელები ტრანსფერში 90 მილიონს ითხოვენ და რთულად წარმოსადგენია სოლსკიაერმა ამ უკანასკნელზე შეაჩეროს არჩევანი, რადგან დაახლოებით იმავე ფასად შეუძლია "დორტმუნდიდან" სანჩოს შეძენა.
ფაქტია ერთია, სოლსკიაერს ჰაერივით ჭირდება მარცხენა გარემარბი და თავად უნდა გადაწყვიტოს რომელი ვარიანტი იქნება საუკეთესო აღნიშნულ პოზიციაზე.