საგა - რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" და დორტმუნდის "ბორუსიას" ინგლისელი გარემარბის ჯეიდონ სანჩოს ირგვლივ უკვე დიდი ხანია ტრიალებს, დასასრულს უახლოვდება.
ინგლისურმა გრანდმა ფეხბურთელთან კონტრაქტის პირადი დეტალები უკვე შეათნხმა. ინფორმაციას London Evening Standard - ის ჟურნალისტი ავრცელებს.
გამომდინარე აქედან ჯეიდონ სანჩო ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ქალაქ "მანჩესტერის" გზას დაადგება და "იუნაიტედის" მაისურს ოფიციალურად მოირგებს.
გერმანულ კლუბტან ოფიციალური მოლაპარაკებები ამ დრომდე "გლეიზერების" კლუბს არ დაუწყია თუმცა სავარაუდოდ ეს ყველაფერი სტარტს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ აიღებს.