თბილისი:
მანჩესტერი:
5-03-2013, 12:52
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2160,
კომენტარები: 13
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები არენდით
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა,რომლებიც განათხოვრებულნი არიან სხვადასხვა კლუბებში კიდევ ერთხელ ითამაშეს თავიანთ გუნდში,ამ სიახლეში კი განვიხილავთ მათ თამაშს და შედეგს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა,რომლებიც განათხოვრებულნი არიან სხვადასხვა კლუბებში კიდევ ერთხელ ითამაშეს თავიანთ გუნდში,ამ სიახლეში კი განვიხილავთ მათ თამაშს და შედეგს.

ფაბიო და სილვა - "საუთჰემპტონი" 1 - 2 "ქუინს პარკ რეინჯერსი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ბრაზილიელმა მცვლმე,რომელიც ამჟამად იჯარის წესით "ქუინს პარკ რეინჯერსში" იმყოფება შაბათს ტრავმის მოშუშების შემდეგ "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ ითამაშა.ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა მატჩის 90' წუთზე ჯეი ბატროიდი შეცვალა და 6 წუთი ითამაშა,მართალია მას არ მოსწევია დიდი სათამაშო დრო,მაგრამ "ქუინს პარკ რეინჯერსის" მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა განაცხადა,რომ ის დიდ იმედებს ამყარებს მიმდინარე სეზონში ფაბიოზე.

შემდეგი მატჩი: "ქუინს პარკ რეინჯერსი" - "სანდერლენდი" - 9 მარტი (19:00)

ანხელო ენრიკესი - "უიგანი" 0 - 4 "ლივერპული"

"წითელი ეშმაკების" ახალგაზრდა ჩილელი ნახევარმცველი მიმდინარე სეზონში "უიგანის" რიგებს შეუერთდა სათამაშო პრაქტიკის მისაღებად,მაგრამ მას ამჯერადაც არ მოსწევია თავის გამოჩენის საშუალება.იმის მიუხედავად,რომ ანხელო ენრიკესი თითქმის ყოველ მატჩში არის "უიგანის" მთავარ განაცხადში მას ორი მატჩი ჩაატარა ამჯამინდელი კლუბის მაისურით და სულ 18 წუთი გამოუვიდა მოედანზე ნათამაშები.ამ ორ მატჩში მან მოეახერხა ერთი გოლის გატანა "სანდერლენდის" წინააღდეგ,მაგრამ ამის მიუხედავად თავისმა გუნდმა მაინც წააგო ის მატჩი.

შემდეგი მატჩი: "ევერტონი" - "უიგანი" - 9 მარტი (16:45)

უილფრიდ ზაა - "დერბი ქაუნთი" 0 - 1 "კრისტალ პალასი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალაწვეულმა უელფრიდ ზაამ "კრისტალ პალასში" კიდევ ერთი მატჩი ითამაშა 90 წუთი "დერბი ქაუნთის" წინააღმდეგ.ინგლისის ჩემპიონშიპის წინა ტურში უელფრიდს არ უთამაშია "კრისტალ პალასის" რიგებში "შეფილდის" წინააღმდეგ,გარკვეული მიზეზების გამო,მაგრამ ბოლო ტურში მან ნამდვილად კარგი შთაბეჭდილება დატოვა.ინგლისელი ახალგაზრდა ზაა ეხლა მის ამჟამინდელ გუნდს ინგლისის პრემიერ ლიგაში სათამაშოდ ეხმარება მომავალი სეზონიდან კი ის "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურს მოირგებს.

შემდეგი მატჩი: "კრისტალ პალასი" - "ჰალ სიტი" - 6 მარტი (00:00)

მაიკლ კინი - "იფსვიჩ თაუნი" 0 - 1 "ლეიკერს სიტი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა მცველმა მაიკლ კინმა კიდევ ერთი სრული მატჩი ჩაატარა ინგლისის ჩემპიონშიპში "ლეიკერს სიტის" რიგებში.კინის ამჟამინდელი კლუბი "იფსვიჩ თაუნს" დაუპისიპირდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.მაიკლმა კიდევ ერთი კარგი მატჩი ჩაატარა "ლეიკერსში",რაც იმაზე მეტყველებს,რომ მისი არენდა იმედებს ამართლებს.წინა კვირაში მან ასევ თავის კარიერაში ერთ-ერთი კარგი მატჩი ჩაატარა "ბლექბერნის" წინააღმდეგ,სადაც მისმა გუნდმა 3-0 იმარჯვა.

შემდეგი მატჩი: "ლეიკერს სიტი" - "ლიდს იუნაიტედი" - 5 მარტი (23:45)

დავიდ პეტრუჩი - "ბლაქბურნ როვერსი" 2 - 3 "პიტერბრო იუნაიტედი"

დავიდ პეტრუჩიმ ინგლისის ჩემპიონშიპის ბოლო ტურის შეხვედრა "ბლაქბურნის" წინააღმდეგ გამოტოვა დაზიანების გამო,რომელიც მან "ბოლტონის" წინააღმდეგ მიიღო.ის მატჩი დავიდ პეტრუჩის გუნდმა მინიმალური ანგარიშით წააგო.მთავარი მწვრთნელის განცხადებით დავიდ პეტრუჩი შეძლებს შემდეგ ტურში "ჩარლტონის" წინააღმდეგ თამაშს.წინა მატჩი "პიტერბროს" რიგებიდან ასევე გამოტოვა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელმა სკოტ ვუტონმა,რომელსაც ტრავმა აქვს.

შემდეგი მატჩი: "პიტერბრო" - "ჩარლტონი" - 5 მარტი (23:45)

რაიან ტანკლიფი - "ბარნსლეი" 2 - 3 "ბოლტონი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა რიან ტანკლიფმა თავისი დებიუტის შემდეგ "ბარნსლეიში" უკვე მეორე მატჩი დაიწყო ძირითად შემადგენლობაში.ინგლისის ჩემპიონშიპში მოასპარეზე "ბარნსლეი" ნამდვილად დიდ შანს აძლევს ახალგაზრდებს სათამაშო პრაქტიკის მისაღებად.ტანკლიფისთვის ეს მატჩი ნამდვილად კარგი გამოდგა,რადგან 53' წუთზე მან საგოლე გადაცემა გაუკეთა კრის ოგრეიდს,მაგრამ ამის მიუხედავად მთავრმა მწვრთნელმა ის 67' წუთზე შეცვალა.

შემდეგი მატჩი: "ბანრლი" - "ბარნსლეი" - 5 მარტი (23:45)

ჯონ კოფი - "ნოტს ქაუნტი" 1 - 0 "კარლაის იუნაიტედი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჯონ კოფიმ კიდევ ერთხელ დაიწყო მატჩი ძირითად შემადგენლობაში,მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა ის 69' წუთზე შეცვალა,წინა ტურში კოფმა ასევე კიდევ ერთი მატჩი დაიწყო ძირითად შემადგნელობაში,მაგრამ ის ამჯერად 63' წუთზე შეცვალეს.

შემდეგი მატჩი: "ლეიტონ ორიენტი" - " ნოტს ქაუნთი" - 6 მარტი (21:45)

ფედერიკო მაკედა - "ბაიერნ ლევერკუზენი" 2 - 1 "შტუტგარდი"

გერმანიის ბუნდესლიგის წინა ტურში "ბაიერნ ლევერკუზენი" "შტუტგარდს" დაუპირისპირდა და 2:1 იმარჯვა "ბაიერნ ლევერკუზენმა".ამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში არ უთამაშია "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელს ფედერიკო მაკედას,რომელიც ეხლა არენდის სახით "შტუტგარდში" თამაშობს,მაგრამ იტალიელი ფორვარდი მოედანზე 87' წუთზე შემოვიდა და 6 წუთი ითამაშა.ეს დრო ნამდვილად არ იყო საკმარისი მისთვის,რომ მატჩში გარდატეხა შეეტანა.

შემდეგი მატჩი: "შტუტგარდი" - "ჰამბურგი" - 10 მარტი (20:30)
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: UTD-Rule
5 მარტი 2013 14:54
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
love united,
ხო რავიცი თუ გინდა შენ დადე..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№12
ავტორი: ლადო
5 მარტი 2013 15:35
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
UTD-Rule,
დაინტერესოაა ძალიან...ზაჰას თამაში მაინტერესებს ძალიან
0
№13
ავტორი: love united
5 მარტი 2013 20:09
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
UTD-Rule
არა შენი იყოს თუ გინდა... lol
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

TOP.GE
Top