ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედი", იტალიური "იუვენტუსის" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს ირგვლივ შექმნილ სიტუაციას აკვირდება.
არსებობს შანსი იმისა, რომ "წითელი ეშმაკების" ყოფილი ფეხბურთელი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე კვლავ დაუბრუნდეს "ოლდ ტრაფორდს.
"გლეიზერების" კლუბი თავდამსხმელის კონტრაქტის სრულად შესყიდვას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ The Athletic - ი ავრცელებს.
ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ თითქოს "მანჩესტერ იუნაიტედი" ერლინგ ჰაალანდისთვის ბრძოლას გამოეთიშა, რომელიც თითქმის ყველა წამყვანი ევროპული კლუბების ინტერესთა სფეროშია მოქცეული.
ნორვეგიელ მენეჯერს კლუბში კვალიფიციური შემსრულებლის მიყვანა სურს. სწორედ ამიტომ რონალდუს კანდიდატურა ოლე გუნარისათვის იდეალურია.
აქამდე გაჟღერებული ცნობების თანახმად, რონალდუ ტურინულ გრანდს იმ შემთხვევაში დატოვებს თუ პირლოს კლუბი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას ვერ შეძლებს.