გუშინ ინგლისში მორიგი ტური გაიმართა და "ტოტენჰემი" საკუთარ მოედანზე ამჯერად "ასტონ ვილასთან" დამარცხდა.
თამაშის ბოლოს კეინი ტრიბუნებთან მივიდა, გულშემატკივარს ტაში დაუკრა და მადლობა გადაუხადა. აღნიშნული ფაქტი მედია საშუალებებმა მონათლეს როგორც კეინის დამშვიდობება, რაც აზრს მოკლებული სულაც არ არ არის. კეინი რომელიც უკვე 27 წლის არის, სურს ტიტულების მოპოვება, ამჟამინდელ კლუბში კი ეს ფაქტიურად შეუძლებელია, მითუმეტეს, რომ ისინი არათუ ჩემპიონთა ლიგის, არამედ ევროპა ლიგის გარეშეც შესაძლოა დარჩნენ.
ბევრი დაიწერა, ბევრიც ითქვა, თუმცა კეინის წასვლა რომ გარდაუვალია ეს თითქმის დადასტურებულია. საინტერესო მხოლოდ არის ერთი რამ, სად წავა მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი?
ჰარის შესაძენლად ინგლისურმა კლუბებმა ბრძოლა დაიწყეს და უკვე სამმა მათგანმა კონტაქტი დაამყარა მის წარმომადგენლებთან. "ჩელსი", "სიტი" და "იუნაიტედი". ფინანსური რესურსი, რომ სამივე მათგანს გააჩნია ეს ცნობილია, თუმცა რომლისკენ უფრო იხრება თავად კეინი, სწორედ ეს არის გასარკვევი.
სხვადასხვა გამოცემები წერენ, რომ კეინმა სურვილი გამოთქვა "მანჩესტერ სიტიში" გადასვლის და ეს უკვე აცნობა როგორც კლუბის პრეზიდენტს, ასევე მის აგენტს და მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა. 27 წლის ინგლისელს, სურს მის ირგვლივ ყველაფერი მალე დასრულდეს და ევროპის ჩემპიონატზე გადაიტანოს მთელი ყურადღება.