თბილისი:
მანჩესტერი:
5-03-2013, 00:21
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2475,
კომენტარები: 16
წინასამატჩო პრეს-კონფერენცია!
სერ ალექს ფერგიუსონმა ჩაატარა პრეს-კონფერენცია "მადრიდის რეალთან" მატჩის წინ...
წინასამატჩო პრეს-კონფერენცია!
ფილ ჯონსი და რაიან გიგზი

სერ ალესმა განაცხადა, რომ ფილ ჯონსმა ვერ მოასწრო "რეალთან" მატჩისთვის გამოჯანმრთელება და არც რაიან გიგზის როლია გარკეული, ამ მატჩისთვის:"ფილმა ვერ მოასწრო გამოჯანმრთელება და ხვალ ის მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ვფიქრობ, რომ მან პირველი მატჩი მადრიდში ძალიან კარგად ჩაატარა. ეს ჩვენთვის დანაკარგია, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ჩვენ კიდევ გვაქვს, ბევრი სხვა ვარიანტი, მხოლოდ ისაა საჭირო სწორად გამოვიყენოთ ეს ყველაფერი."

"რაიანი მატჩის გადამწყვეტ როლში მიიღებს მონაწილეობას. ის მატჩს ან სასტარტო შემადგენლობიდან, ან სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს. ის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგრამ მაინც არ მიმიღია საბოლოო გადამწყვეტილება." - განაცხადა სერ ალექსმა manutd.com-თან.

მცველების არჩევანი შეხვედრისთვის

მწვრთნელი იმედოვნებს, რომ რაფაელი ისე ითამაშებს რონალდოსთან, როგორც წინა მატჩში ითამაშა. მაგრამ სერალექსის მთავარი თავის ტკივილი ცენტრალური მცველებია:"კარგია, რომ ასეთი პრობლემა გვაქვს. მე უნდა ავირჩიო ორი ცენტრალური მცველი, რომელიც ახლა საუკეთესო ფორმაშია. გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებ და ვიმედოვნებ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება."

ტაქტიკა

სერ ალექსს დაუსვეს კითხვა, ატამაშებდა თუ არა კლუბს დაცვითი ტქტიკით, რომლის შედეგადაც "იუნაიტედმა" "ბარსელონას" "ოლდ ტრაფორდზე" ძლია 2008 წელს. მწვრთნელმა უპასუხა:"დაცვაში თამაში გადამწყვეტი ასპექტი იქნება. "რეალი" მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება კონტრ-შეტევებში, რაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ბოლო მატჩში "კამპ ნოუზე" მათ ძალიან კარგად იმოქმედეს კონტრ-შეტევებზე და ახლა ჩვენ ვეცდებით რაიმე მოვუხერხოთ ამას."

"წინა სამატჩო მომზადების დროს ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ მეტოქის ძლიერ წერტილებზე. ჩვენ ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევთ მათ ფორმას, ფეხბურთელებს და ტატქიკას. ამასთანავე ჩვენ ვიცით ჩვენი შესაძლებლობები და ვეცდებით მათ გამოყენეას. ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი ხვალინდელი მატჩისთვის დაგვეხმარება."

"ჩვენ ჩვენს ფეხბურთელებს უნდა ვენდოთ. ნდობა - ეს ისაა, რაზეც ჩვენ ურთიერთობას ვაწყობთ. აი რატომ გვაქვს ასეთი კარგი სეზონი. სამწვრთნელო შტაბმა კარგად იცის, თუ რა სჭირდებათ ფეხბურთელებს, სწორად კვება თუ დატვირთვით ვარჯიში. მე უკვე ვიცი თუ რა უნდა ვთქვათ ხვალ."

კრისტიანო რონალდო

"რას უნდა მოველოდეთ იმ კლუბისგან, რომელშიც რონალდო თამაშობს? ჩვენ ველოდებით მისგან დიდ საფრთხეს, მთელი მატჩის განმავლობაში. ჩვენ დიდი ძალის გამოყენება დაგვჭირდება მის შესაჩერებლად. რაფაელმა კარგი პრაქტიკა მიიღო რონალდოს წინააღმდეგ მადრიდში, ასე რომ მცველები მის შეჩერებას შეეცდებიან."


წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: abreza
5 მარტი 2013 12:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
სერ ალექს ჩემი აზრით ვალენსია და ნანი არ უნდა დატოვოთ სათადარგო სკამზე,ველბეკს და კაგავას რა უნდათ ესეთ მატჩზე
0
№12
ავტორი: I_K_A
5 მარტი 2013 12:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 245
abreza,
რატო უელბეკმა ძაან მაგრად ითამაშა პირველი თამაში, ფერგის ადგილას აუცილებლად დავაყენებდი! კაგავაც იმსახურებს თამაშს წინა ტურიდან გამომდინარე.

ისე წინა თამაშზე რეალთან, ფლანგიდან ფაქტიურად არ იყო შეტევები, ერთი უელბეკი იყო მარცხენა ფლანგზე.

ჰო და კარგი იქნება დაახლოვებით ისევ ისეთი სტილით თუ ითამაშებს გუნდი, ანუ ცენტრში გამთამაშებლად კაგავა თუ იქნება.

მეორე ტაიმში 60 + წუთის მერე ფლანგებიდან ვალენსია და ნანი ან იანგი თუ ჩაერთვებიან, იქნებ დაიბნენ თეთრები.

ისე მინდა მოგება, მენეჯერი გავხდი, ვბოდიალობ რაღაცეებს wink

Come on Man United ! love
0
№13
ავტორი: TrueRed
5 მარტი 2013 13:12
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
I_K_A,
Etanxmebi realis kontrshetevebi dzalian saxifatoa, 60+ valencia rom shemoiyvanos marjvniv daglil koentraos ajobebz albat da tan valencia dzaan mushaa dacvashic aris da winac
0
№14
ავტორი: I_K_A
5 მარტი 2013 13:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 245
Becksy,
ჰო, ამ სეზონში არ მომწონს მარა ნორვიჩთან ასე თუ ისე კარგად ითამაშა და იმედი მომეცა )
0
№15
ავტორი: Shako Jones
5 მარტი 2013 14:20
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
აბა თქვენ იცით !
0
№16
ავტორი: love united
5 მარტი 2013 14:36
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ბაბუ აბა შენ იცი...

ბაბუ აბა შენ იცი...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top