"მანჩესტერ იუნაიტედის" მფლობელებს, გლეიზერებს განუცხადეს, რომ ამ ზაფხულს უნდა ჩადონ ინვესტიცია, რათა "წითელი ეშმაკები" კვლავ გახდნენ პრემიერ ლიგის ტიტულის კანდიდატები. ყოფილი თანაშემწე რენე მეილენსტენი მიიჩნევს, რომ ჰარი კეინის გაფორმება ხელს შეუწყობს ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდის ინგლისში კვლავ პირველ ადგილზე გავიდეს.
ორშაბათს სიტყვით გამოსვლისთანავე, რენემ დაჟინებით მოითხოვა, რომ გლეიზერებმა ამოიღონ ხელები ჯიბიდან და დააკმაყოფილონ სოლსკიაერის ყველა მოთხოვნა. ნიდერლანდელი თვლის, რომ კეინი არის იდეალური მოთამაშე და სწორედ ის დაუბრუნებს დიდებას "იუნაიტედს"
"კონკურენციისთვის და ტიტულის მოსაპოვებლად თქვენ უნდა ჩადოთ ინვესტიცია", - განაცხადა რენემ.
"თუ "იუნაიტედი" შეძლებდა ჰარი კეინის მოყვანას, ვფიქრობ, ისინი ნამდვილად გახდებიან პრემიერ ლიგის ტიტულის პრეტენდენტები. მოხდება თუ არა ეს, ჩვენ უნდა ვნახოთ."
"მათ ცოტა ინვესტიცია სჭირდებათ. თუ ისინი შეძლებდნენ ინვესტიციის ჩადებას და ჰარი კეინის მსგავსი ადამიანის ჩამოყვანას, ეს დიდ ცვლილებას შეიტანდა".
"იუნაიტედის" ლეგენდარული ყოფილი კაპიტანი როი კინი ასევე მიიჩნევს, რომ კეინი არის აუცილებლად მოსაყვანი. კინს ასევე სურს იხილოს ჯეკ გრეალიში წითელ მაისურში.