თბილისი:
მანჩესტერი:
30-04-2021, 18:10
ავტორი: NOW-YOU-SEE-ME,
ნანახია: 1591,
კომენტარები: 12
ბრუნო ოლესთან ურთიერთობას და სხვადასხვა თემებს შეეხო
ოლემ დამიძახა და მითხრა, რომ უბრალოდ გავერთო და ჩემი თამაში ვაჩვენო.
ბრუნო ოლესთან ურთიერთობას და სხვადასხვა თემებს შეეხო
ბრუნო ფერნანდეშმა ინტერვიუ მისცა ჟურნალ FourFourTwo- ს, რომელშიც ისაუბრა ოლე გუნარ სოლსკიაერთან და შტაბის სხვა მწვრთნელებთან ურთიერთობის შესახებ.

"ოლემ მითხრა, გაერთე და ითამაშე შენი თამაში. მან თქვა, რომ "სპორტინგში" მიყურებდა და მას სურს, რომ იგივე ბრუნო იყოს აქ - ადამიანი, ვინც შეიძლება გახდეს ამ გუნდის ლიდერი. მნიშვნელოვანია, რომ კლუბი მენდობა და სურს, რომ მე ვიყო საკუთარი თავი." - თქვა ბრუნომ.

"ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს არა მხოლოდ ოლესთან, არამედ ზოგადად ყველა მწვრთნელთან. სიმართლე გითხრათ, არ ვფიქრობ, რომ ასეთ შედეგებს მივაღწევდით, თუ ფეხბურთელები არ იქნებოდნენ ისეთ კარგ ხასიათზე, როგორც ახლა არიან. ასევე გვყავს მაიკლ კერიკი, შესანიშნავი ნახევარმცველი, რომლისგანაც ბევრი რამის სწავლა შემიძლია. ყოველთვის ვცდილობ, ძალიან ყურადღებიანი ვიყო, როდესაც ის რამეს მეუბნება."

"მე ჩემს მიმართ მომთხოვნი ვარ, ყოველთვის მსურს გაუმჯობესება და უკეთესი გავხდე. იშვიათად კმაყოფილი ვარ ჩვენი თამაშით, რადგან ყოველთვის ვგრძნობ, რომ უფრო მეტის გაკეთებაც შეგვეძლო. ასევე არასდროს ვარ კმაყოფილი ჩემი შესრულებით, მაშინაც კი, როდესაც გოლის ვიტან ან საგოლე გადაცემას ვაეკთებ, რადგან ვიცი, რომ კიდევ უფრო უკეთესად შემეძლო თამაში".

ინგლისურის შესახებ

"ინგლისური ენა პორტუგალიაში სკოლაში ვისწავლე, მაგრამ ენა კიდევ უფრო უკეთ ვისწავლე ფეხბურთის თამაშით. ენებს საკმაოდ სწრაფად ვსწავლობ, როდესაც იტალიაში გადავედი და "ნოვარაში" ვთამაშობდი, ორი-სამი თვის შემდეგ უკვე ინტერვიუებს ვიძლეოდი იტალიურად. მთავარი პრინციპი, რომელსაც ცხოვრებაში ვიყენებ არის შეცდომების არ მეშინოდეს. თუ ცდებით, რომელიმე ენაზე ლაპარაკის დროს, სანერვიულო არაფერია, რადგან სწორედ ამ შეცდომებისგან ისწავლით".

რომელ კლუბში დაიწყეთ ფეხის ადგმა

"ბოავიშტაში დავიწყე ჩემი ბიძაშვილის წყალობით, რომელმაც გაიარა ახალგაზრდული სისტემა და გადავიდა პირველ გუნდში. ის ახლა 36 წლისაა. ის მარჯვენა მცველი იყო და მე მინდოდა მის კვალს გავყოლოდი. 15 წლამდე ცენტრალური მცველი ვიყავი, ამიტომ მაშინ ძალიან ცოტა გავიტანე. მაგრამ ახლა ვიტან სამაგიეროდ! "

მანჩესტერში ცხოვრების შესახებ

"ჩემთვის რთულია პორტუგალიასა და ინგლისში ცხოვრების შედარება, რადგან აქ ყველაფერი უკვე დახურული იყო. ჩვენ აქ ჩამოვედით და თითქმის მაშინვე დაიწყო კარანტინი. სახლი ვიპოვნეთ, გავერკვიეთ, თუ სად არის უახლოესი სუპერმარკეტი, მაგრამ ქალაქის ცენტრში წასვლის შანსიც კი არ გვქონდა. თუმცა, მე სწრაფად მოვერგე, ისევე როგორც ჩემი ოჯახი. მართალია, ბავშვებისთვის ეს უფრო რთული იყო, რადგან ისინი უმეტეს დროს სახლში ატარებენ და ვერ ხვდებიან რატომ."

"ჩემი ქალიშვილი ოთხი წლისაა და მისთვის ძნელია იმის ახსნა, თუ რატომ არ შეუძლია ახალი ქალაქის დათვალიერება ან რატომ სჭირდება მუდმივად ნიღბის ტარება. მაგრამ ახლა ყველა თანაბარ პირობებშია. მიუხედავად იმისა, რომ მე უფრო ბედნიერი ვიყავი, ვიდრე სხვები - ყოველ შემთხვევაში, მე მაქვს შესაძლებლობა, ფეხბურთს ვთამაშობდე და სიამოვნება მივიღო იმით, რაც მიყვარს, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. მაგრამ ჩემს შვილებს არ შეუძლიათ ბურთის თამაში, პარკში ან სკოლაში წასვლა". - დაასრულა "იუნაიტედის" უდაო ლიდერმა.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Shota Blues
2 მაი 2021 07:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
ესეთი გამორეჩეული ხასიათის, გამარჯვების განწობის შემქნელი ორი კარგია ადამინი, მოედანზე და სამწვრთნელო შტაბში დიდი წარმატებების იმედის მომცემია
0
№12
ავტორი: temo-scholes
2 მაი 2021 13:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
სული, გული და გონება!!! არაფერი არ აკლია ბრუნოს და პირიქით ზედმეტიც კი აქვს და თანაც ისეტი დოზიტ რომ სხვებსაც უზიარებს და ხოდავს!!!:))))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top