რომის "ლაციოს" სერბი ჰავბეკი სერგე მილინკოვიჩ-სავიჩი ერთდროულად რამოდენიმე წამყვანი ევროპული კლუბების ინტერესთა სფეროში მოექცა. ამის შესახებ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport - ი ავრცელებს.
აღნიშნული წყარო იუწყება, რომ 26 - წლის ფეხბურთელის გადაბირებით ფრანგული "პსჟ", სამეფო კლუბი "რეალ მადრიდი" და ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.
სავიჩს, მის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ჰავბეკმა იტალიის ჩემპიონატში 26 შეხვედრა ჩაატარა.
რეზულტატს რაც შეეხება, სერბმა საკუთარი მონაგარი 6 გოლით და 9 საგოლე გადაცემით შეავსო. შეგახსენებთ, რომ "წითელი ეშმაკების" რადარზე მილინკოვიჩი გასულ სატრანსფერო ფანჯრებზეც იმყოფებოდა.