"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ყოფილმა ფეხბურთელმა პოლ სქოულზმა, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში "წითელი ეშმაკების" მეკარე დავიდ დე ხეა შეაქო და განაცხადა, რომ ესპანელის გარეშე ოლე გუნარის შეგირდები ამჟამად ცხრილის შუაგულში იქნებოდნენ.
"დე ხეა დაუჯერებელ სამუშაოს ასრულებს უკვე რამოდენიმე წელია, მის გარეშე "მანჩესტერ იუნაიტედი" ცრილის შეუაგულში იქნებოდა.
არ ჩამოვწერ მას და არ ვიტყვი, რომ დინ ჰენდერსონი გახდა ოლე გუნარის შემადგენლობის პირველი მეკარე. შეუძლებელია ერთდროულად მოგწონდეს ორივე მეკარე.
სოლსკიაერი ამბობს, რომ მას ჰყავს ორი პირველი კლასის მეკარე, ეს უცნაურია. ჰენდერსონმა შანსი მაშინ მიიღო, როდესაც დე ხეა დაკავებული იყო, თუმცა შეძლებს დინი მენტორის დარწმუნებას ? ეს დიდი კითხვაა". - ციტირებს Daily Mail - სქოულზის სიტყვებს.