თბილისი:
მანჩესტერი:
23-03-2021, 14:03
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1678,
კომენტარები: 18
ოლე გუნარის რადარზე "ზალცბურგის" ფეხბურთელი გამოჩნდა
"იუნაიტედი" ავსტრიული კლუბის შემტევის დამატებას გეგმავს.
ოლე გუნარის რადარზე
ავსტრიული "ზალცბურგის" ზამბიელმა ფორვარდმა პატსონ დაკამ კარიერა, შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს. ახალგაზრდა ნიჭიერი თავდამსხმელით ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება. ინფორმაციას Goal.com- ი ავრცელებს.

აღნიშნული წყარო ასევე იუწყება, რომ დაკას გადაბირებას კიდევ არაერთი ინგლისური ტოპ კლუბი გეგმავს. მოლაპარაკებები ერთდროულად "ლივერპულთან", "მანჩესტერ სიტისთან", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "არსენალთან" მიმდინარეობს.

რაც შეეხება სატრანსფერო ღირებულებას, ზამბიელი ფეხბურთელი ამ ეტაპზე 20 მილიონ ევროდ ფასდება.

პატსონ დაკა, ავსტრიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს. მის ანგარიშზე 22 შეხვედრაში 20 გოლი და 3 საგოლე გადაცემა ირიცხება.
ჭორები
18 კომენტარი
№11
ავტორი: LASHQARA
23 მარტი 2021 23:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ჰალანდი, კეინი, კალვერტ-ლუინი, სხვა ვერცერთი თავდამსხმელი მეტად ვერ გაგვაძლიერებს... am
0
№12
ავტორი: ikeoni
23 მარტი 2021 23:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
კაი რაა
0
№13
ავტორი: Karanadze
24 მარტი 2021 01:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 465
Oles proecti kargia axalgazrdebi magram isetebi gvinda vinc gulit iqneba da ara survilit sadme wasvlis. Keini mainc N1 aris
0
№14
ავტორი: David_Beckham7
24 მარტი 2021 03:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
იმაზე იაფად ვერანაორად ვერ გადაიყვანს ძმაო, ჩვენ რო ეხლა 150 მილიონო გადავიხადოთ მაგაში. 5+1 ანუ 6 წლიანი კონტრქკტი დავუდოთ და პოგნასავით მთლად ბოლო წელს არ მივოყვქნოთ 4 წლის მერე 150 და მეტქდაც გაიყიდება. ნუ იასნა პროგრეის არ უნდა შეწყვიტოს ეგ უდაოდ
0
№15
ავტორი: Phil Jones
24 მარტი 2021 08:06
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: tupaca
ციტატა: Phil Jones
მე კეინი მირჩევნია მაგ ჰალანდს, ძაან კლასია ტოპია, წარმოიდგინეთ ეხლა ტოტენჰემი მის გარეშე, ჰააჰააა ასტონ ვილაა მეტი კი არა

მეც კეინი მირჩევნია სუპერსტარია და თან ეხლა თუ გადმოვიყვანეთ ბოლომდე დარჩება, ჰალანდს კიდე სამ წელში რაიოლა რეალში წაიყვანს და დაგვტოვებს გაღიმებულებს :))

ჰალანდზე რო იძახით 10-15 წლით მოგვიხსნის ფორვარდის პრობლემასო რაიოლა თუ გახსოვთ :)) მაქსიმუმ სამ წელში გადაიყვანს რეალში და თან იმაზე იაფად რამდენსაც გადავიხდით თორე ბაზარი არაა ჰალანდი მეც მინდა

ხო, რომ გადმოვიდეს ზამთრიდანვე დაიწყება ჭორები ადაპტაცია ესა ისა, მერე რეალი გამოყოფა თავს, მერე რაიოლა და იტყვის ბედნიერი არაა გუნდშიო და უნდა ვაგინოთ მერე სუყველამ :)) მაგას ჯობია სუ რო 200 იყოს გაისროლონ კეინში მართლა ბოლომდე დარჩება ცხოველია, 25 გოლი ეპლში ჩათვალე რომ ჯიბეშია :))) ჰალანდი ან გაქაჩავს ამ არა ეგეც საკითხავია.
0
№16
ავტორი: giorgi_mg
24 მარტი 2021 18:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
გერმანიიდან გადმოსული არავინ შეგვერგო ნორმალურად და ამიტომ ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ ჰალანდს, მეც კეინი მირჩევნია. ეს ვაფშე ვინაა აზზე არ ვარ.
0
№17
ავტორი: SANDROGRIGA
25 მარტი 2021 13:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არც მაქ ამის თამაშები ნანახი
0
№18
ავტორი: PaLoMo
25 მარტი 2021 21:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ჰალანდი ეყიდათ თავის დროზე კაი იყო,მაგრამ დორტმუნდმა ყველაფერში გვაჯობა,ის ბილინგემიც დაითრია ჰალანდიც და სანჩოსაც არდააკლო ფასი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top