გერმანულმა კლუბმა ერლინგის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო და მას ფასიც დაადო. გამომდინარე იქიდან, რომ კონტრაქტში არის პუნქტი, სადაც "დორტმუნდში" კიდევ ერთი სეზონით დარჩენის შემთევაში, მისი ფასი ნახევრდება, ვაცკემ დაინტერსებულ კლუბებს მწვანე შუქი აუნთო.
კლუბი ერლინგს მხოლოდ იმ შემხვევაში დათმობს, თუ ამავე ზაფხულს მასში 150 მილიონს მიიღებს. ნებისმიერი კლუბი რომელიც ამ თანხას გადაიხდის, შეუძლია თავდამსხმელი შეიძინოს. აღნიშნული თანხის გადამხდელ კლუბს ასევე მოუწევს კოლოსალური ხელფასი გადაუხადოს ნორვეგიელს, სწორედ ფეხბურთელის ანაზღაურება იქნება გადამწყვეტი ფაქტორი.
გამოცემების ცნობით, ერლინგი კვირაში 350,000 ფუნტს ითხოვს.
"დორტმუნდში" გადასვლის შემდეგ, მან 48 მატჩში 47 გოლი გაიტანა.