თბილისი:
მანჩესტერი:
3-03-2013, 23:12
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 2688,
კომენტარები: 12
ბობი ჩარლტონი: "რონალდოს სურდა საუკეთესო გამხდარიყო და მან ამას მიაღწია"
ბობი ჩარლტონი რონალდოზე...
ბობი ჩარლტონი:
1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ყოფილი ფეხბურთელი და "იუნაიტედის" დირექტორთა საბჭოს წევრი ბობი ჩარლტონი "მადრიდის რეალთან" შეხვედრას იხსენებს, რომელიც 1957 წელს ჩატარდა და ასევე საუბრობს კრიშტიანო რონალდოზე.

"პირველად "რეალის" წინააღმდეგ 1957 წელს ვითამაშეთ. იმ დროს ჯარში ვმსახურობდი და 2-3 დღით ჯარიდან გამომიშვეს. მაშინ შეცვლის შესაძლებლობა არ იყო, ამიტომაც მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გავატარე.

იმ შეხვედრაში თამაშობდა ფეხბურთელი, რომელსაც თვალს ვერ ვაცილებდი იმდენად ჭკვიანი და სრულყოფილი მოთამაშე იყო.

მოგვიანებით გავარკვიე, რომ ეს ალფრედო დი სტეფანო იყო. ალფრედოს გარდა იქ იყვნენ კოპა, ხენტო და პუშკაში. თანამედროვე "რეალს" კარგი ფეხბურთელები არ აკლია, თუმცა კრიშტიანო რონალდო გამოკვეთილი ფიგურაა.

"იუნაიტედში" არავის სურდა, რომ რონალდო "რეალში" გადასულიყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ სამეფო კლუბი კრიშტიანოსთვის საოცნებო ადგილი იყო. მას ყოველთვის სურდა საუკეთესო ყოფილიყო და მან ამას მიაღწია.

ახლა ჩვენ იმაზე ვფიქრობთ, თუ როგორ შევაჩეროთ ეს უნიკალური ფეხბურთელი."
- ციტირებს ჩარლტონს AS.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხი მატჩი "მანჩესტერსა" და "რეალს" შორის 5 მარტს "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება.

წყარო: Manreds.Com
სტატიები, ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: dachi_mu
4 მარტი 2013 11:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
უნდა ვიბრძოლოთ ლომებივით და გავალთ.
0
№12
ავტორი: TrueRed
4 მარტი 2013 15:39
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
რონალდო უნდა გავაჩეროდ მაგრამ მთელი რეალი სახიფათოა, უნდა დაიჯერონ რომ შეუძლიათ უნდა ირწმუნონ და ყველაფერი გამოვა მიდიი ფერგიი მჯერავს შენიი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top