მიმდინარე კვირაში მედიაში აქტიურად გამოჩნდა ინფორმაციები კავანის მამის შესახებ, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ ურუგვაელ ფეხბურთელს თითქოს სურს "ბოკა ხუნიორსს" შეუერთდეს და დატოვოს "წითელი ეშმაკები" ამ სეზონის ბოლოს.
ედინსონ კავანი კლუბს გასულ ზაფხულს შეუერთდა 1 წლიანი კონტრაქტით, რომლის გაგრძელებაც შესაძლებელია, მან კლუბში უკვე დაიმკვირდა თავისი ადგილი და ყველას მოაწონა თავი თავისი პროფესიონალიზმით, კავანის უკვე 7 გოლი აქვს ანგარიშზე 18 შეხვედრაში.
კავანიმ ოფიციალურ ტვიტერ გვერდზე პოსტიც გამოაქვეყნა შემდეგი სიტყვებით "Orgulloso de vestir esta camiseta, Proud to wear this shirt @ManUtd"
აღნიშნულ თემებთან მიმართებაში ოლე გუნარ სოლსკიაერმა გააკეთა განცხადება: " ედინსონი სრულად ფოკუსირებულია იმაზე, რომ გამოჯანმრთელდეს და გუნდს დაეხმაროს. ჩემი სუსტი პორტუგალიურ/ესპანურისა და მისი უკეთესი ინგლისურის მიხედვით ის ამაყია "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშით. ის ყოველთვის მის მაქსიმალურს დებს გუნდისთვის და ამას სეზონის შემდეგაც გააკეთებს.
გადაწყვეტილება მიღებული არაა. მას უდიდესი წვლილი შეაქვს გუნდის წინსვლაში. ამ მომენტისთვის მხოლოდ მის დაბრუნებაზე ვმუშაობთ, გამოჯანმრთელება გვჭირდება, ვფიქრობ იგი მალე დაუბრუნდება მოედანს და ამ პერიოდში ამინდებიც გამოგვიკეთდება მანჩესტერში.
არ შემიძლია მეტი გითხრათ თუმცა იმას გეტყვით, რომ კლუბში ყველა ლოიალურადაა მისდამი განწყობილი, მიუხედავად მისი გატეხილი ინგლისურისა, ის ნამდვილად დიდ დახმარებას უწევს ახალგაზრდებს რაც ასე ძალიან გვჭირდება.
ახლა ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი ითამაშოს და ამავდროულად მაგალითი მისცეს სხვებს, გუნდს სჭირდება მისი მენტალობა. რაც შეეხება სეზონის ბოლოს და კონტრაქტის საკითხებს ის ამას თავად გადაწყვეტს, მან იცის რამდენად მადლიერნი ვართ მისი, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მან იმაზე ნაკლები მატჩი ჩაატაროს ვიდრე ამას ჩვენ ვისურვებდით.
კავანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, როგორც მოგეხსენებათ მან მოიშუშა ტრამვა "კრისტალ პალასთან" თამაშისთვის, თუმცა როგორც შემდეგ აღმოჩნდა ამ თამაშში ისევ შეაწუხა ჯანმრთელობის საკითხებმა და საბოლოო მანჩესტერული დერბის გამოტოვება მოუწია. "მილანთან" სავარაუდოდ ვერ შეძლებს კავანი გუნდის დახმარებას.