თბილისი:
მანჩესტერი:
1-03-2021, 12:53
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1284,
კომენტარები: 11
სოლსკიაერი თამაშის შემდეგ
მსაჯებზე სხვა გუნდის მწვრთენელბმა გავლენა აშკარად იქონიეს და ეს მიუღებელია.
სოლსკიაერი თამაშის შემდეგ
მატჩის ანგარიში

ჩვენ საკმარისად არ ვიტანთ გოლებს, ამაზე ვერ იკამათებთ. დიახ, სტუმრად ვთამაშობდით და კარი მშრალად შევინახეთ, მაგრამ ამ გუნდის შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს გატანილი გოლები და გამარჯვებები ასეთ მატჩებში. სამი ქულა გვჭირდებოდა და რა თქმა უნდა, პენალტი უნდა მოეცათ, რისი სპეციალისტიც არის ბრუნო. ამავე დროს, ჩვენ ვერ ვთამაშობდით საკმარისად კარგად პასში და გვაკლდა ხარისხი. მეორე ტაიმში 4-5 კარგი შანსი მოგვეცა.

არ დადებული პენლის შესახებ

ჩვენ პენალტი უნდა დაგვერტყა, ამაში დარწმუნებული ვარ და ჩემთვის ძნელია იმის გაგება, თუ რატომ არ მიიღო მსაჯმა ასეთი გადაწყვეტილება, თუმცა ეპიზოდს განიხილავდა. ალბათ მან ჩათვალა, რომ ხელი ბუნებრივ მდგომარეობაში იყო. ერთადერთი, რაც ცოტა მაწუხებს, არის ის, რომ ჩვენ შეგვიწყვიტეს ჯარიმების დადება მას შემდეგ, რაც ერთი-ორი თვის წინ გაჩნდა აჟიოტაჟი, რომ მათ ძალიან ხშირად ვიღებთ. ჩემთვის საკმაოდ აშკარაა, რომ ამ სიტუაციაში სხვა გუნდების მწვრთნელებმა გავლენა მოახდინეს მსაჯებზე და ეს მიუღებელია.

ყველაფერი აუცილებლად გამოვა

ჩვენ კარგი შანსები გვქონდა, მეისონმა და ფრედმა გოლის გატანის კარგი მცდელობები გააკეთეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა გოლის გასატანად და ეს არის შემდეგი ნაბიჯი, რაც ჩვენმა გუნდმა უნდა გადადგას. უკეთესები ვიქნებით. გასულ სეზონში ჩვენ შესანიშნავი შედეგები გვქონდა ტოპ კლუბების წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ სხვაგვარად ვთამაშობდით. ამჟამად ვცდილობთ განვავითაროთ სათამაშო სტილი, რომ ასეთი მატჩები მოვიგოთ. თავდაცვა ამ დონის თამაშებში ნამდვილად კარგად გამოგვდის.

ჯეიმსი კარგ ფორმაშია

დენმა ძალიან კარგად ითამაშა. დაცვაში თამაში, პრესინგი, ენერგია - ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო! მან მოგვცა რაც ვთხოვეთ. მან შესანიშნავი სამუშაო შეასრულა!

ძლიერი დაცვა

პირველ ტაიმში იყო ერთი მომენტი - ჩაწოდება ოლივიე ჟირუზე, რომელზეც ძალიან ნელა ვუპასუხეთ. მეორე ტაიმში ტიმო ვერნერზე შორეულ ძელთან, მაგრამ ვიქტორმა შეძლო მისი დაფარვა. ამ მომენტების გარდა, მოწინააღმდეგეს არაფერი შეუქმნია, რაც კარგი ამბავია.

გასვლითი კარგი სერიის გაგრძელება

ბოლოს სერია აქ შეწყდა [1999 წელს, როდესაც წინა რეკორდი დამყარდა] და მახსოვს, რომ ძალიან, ძალიან ცუდად ვთამაშობდით ფეხბურთს. დღეს კარგად ვითამაშეთ, ვაჩვენეთ, რომ სწორი დამოკიდებულება და საჭირო ენერგია გვაქვს. ვფიქრობ, მატჩის განმავლობაში ვიხვეწებოდით და შეხვედრის ბოლოს ძლიერად გამოვიყურებოდით.

და ისევ პენალტის შესახებ

ეს მწვრთნელის ხასიათა - თქვენ ხაზს უსვამთ ყველაფერს, რაც თქვენი გუნდის წინააღმდეგ ხდება. მინდა დავიჯერო, რომ გავლენა არ მოუხდენია სხვა კლუბების მწვრთნელების განცხადებას, მაგრამ ძალიან გამიკვირდა, როდესაც ეპიზოდს გადავხედე. თავიდან არ მომეჩვენა, რომ ეს ჯარიმა იყო და მესმის, რატომ არ გააკეთა მაშინვე ეს. მაგრამ გამეორებაზე აშკარად ჩანს, რომ იქ ხელი საერთოდ არ არის ბუნებრივ მდგომარეობაში.

ჩვენ უკეთესები ვართ

ოთხშაბათს "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ ვითამაშებით და ველოდებით ამ მატჩს. როგორც ვთქვი, კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელების ენერგიითა და დამოკიდებულებით. უბრალოდ საკმარისი ხარისხი არ გვქონდა. ეგრეთ წოდებულ დიდ მატჩებში კარგად ვიცავთ თავს. დაცვაში ბიჭებმა ძალიან საიმედოდ ითამაშეს, ახლა ჩვენ უნდა დავამატოთ თვისებები შეტევაში და ეს ნამდვილად დადგება. ეს გუნდი უკეთესად ხდება.

https://www.manutd.com/
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: David_Beckham7
2 მარტი 2021 11:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
100% ლაშ. იმენა წერტილმძიმიანად გეთანხმები ჩემი სათქმელიც ეგაა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top