რიო ფერდინანდი ამტკიცებს, რომ მაიკლ კინი უნდა იყოს ინგლისის ძირითადი მცველი და არა ჰარი მაგუაიერი, რადგან ის ამჟამად უკეთეს ფორმაშია.
ფერდინანდის აზრით, "ევერტონის" მცველი კინი, რომელიც იუნაიტედმა 2015 წელს მხოლოდ 2 მილიონ ფუნტად გაყიდა, აღემატება მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მცველს.
"ქვეყანაში არ იქნება ადამიანი, ვინც უყურებს პრემიერ ლიგის თამაშებს, რომელიც გეტყვის, რომ მაგუაერი უფრო თანმიმდევრულია, ვიდრე მაიკლ კინი."
"ახლავე ვამბობ, მაიკლ კინი და ჯონ სტოუნსი უნდა იყოს ინგლისის ნაკრების დაცვის ხაზი და იქ ჰარის ადგილი არ არის."
მაგუარის ბოლოდროინდელ შეცდომაზე "ნიუკასლის წინააღმდეგ", რამაც გამოიწვია ალან სენტ-მაქსიმინის გოლი, ფერდინანდმა თქვა: "ჩვენ ყოველ კვირას ვუყურებთ ამას." (საუბარია იუნაიტედის დაცვაზე). "კინი პირადად ჩემთვის - სტოუნსის შემდეგ პირველია. ამჟამინდელ ფორმაში მაგუაირის არჩევა უბრალოდ შეუძლებელია".