გასახდელში შესულმა სოლსკიაერმა ენტონი მარსიალს უსაყვედურა და უთხრა, რომ მისი თამაშით უკმაყოფილოა.
სოლსკიაერი "ნიუკასლთან" თამაშის მიმდინარეობისას მარსიალს მოუწოდებდა აქტიურობისკენ, თუმცა ფრანგმა არცერთი მისი მითითება არ გაითვალისწინა. ის იმდენად ინერტული იყო, რომ რამდენიმე ეპოზოდში ბურთის გაჩერებაც კი ვერ შეძლო. ოლეს მოთმინება მაშინ ამოეწურა, როცა ჯეიმსის ჩაწოდებულს ბურთზე, მარსიალი ისე ნელა მოქმედებდა, რომ ბურთს ვერ მიუსწრო. ამ ეპოზოდის შემდეგ, ნორვეგიელმა ენტონი დაუყონებლივ შეცვალა.
მიუხედავად ცუდი ფორმისა, მარსიალი ოლეს ნდობას ყოველთვის ინარჩუნებდა. მანამდე ოლემ ფრანგზე თქვა: "არა მისი ფორმა არ მაინტერესებს. ვიცი, რომ ენტონი ბევრს მუშაობს, რომ დაბრუნდეს იქ, სადაც იყო და ის გაიტანს გოლებს".
როგორც ჩანს მწვრთნელის დამოკიდებულება მის მიმართ იცვლება და არ არის გამორიცხული მარსიალი შემადგენლობის მიღმა გარკევული პერიოდი დატოვონ.