ნორვეგიელი ტალანტი ერლინგ ჰალანდი ტოპ გუნდების ყურადღების ცენტრში დიდიხანია იმყოფება.
ერლინგი საოცარ სეზონს ატარებს და მოედანს უგოლოდ ფაქტიურად არ ტოვებს. მისი შეძენის მსურველი ბევრია, მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედი". სოლსკიაერი პირადად არის ინიციატორი მისი მოყვანის, სწორედ ნორვეგიელმა შეიძლება მოახდინოს დიდი გავლენა მის შეძენაზე.
გავრცელებული ინფორმაციით მინო რაიოლასთან კომუნიკაცია მოხდა და ერლინგის აგენტმა კლუბებს მესიჯი უკვე დაუგზავნა. ერლინგის გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა, რომელიც 2022 წელს აქტიურდება. გარდა ამ თანხის გადახდისა, მყიდველმა კლუბმა 5 წლიანი კონტრაქტი უნდა გააფორმოს და ხელფასის სახით 90 მილიონი უნდა გადაიხადოს.