რამდენიმე საათის წინ იტალიურმა და ესპანურმა გამოცემებმა დაადასტურეს, რომ "მილანის" მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია.
იტალიელმა კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივა და ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდება. მასთან "იუნაიტედის" გარდა მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებდნენ "პსჟ" და "ბაიერნი" თუმცა მათ უარი უთხრა და ინგლისში თამაშის სურვილი გამოთქვა.
"მანჩესტერ იუნიატედი" დე ხეას გასაყიდად ემზადება და სწორედ ამიტომ გამართეს მოლაპარაკებები იტალიელ მეკარესთან.