გუშინელი მატჩის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუბრუნდა გამარჯვების გზას, გუნდმა მოახერხა "ნიუკასლის" დამარცხება, რითიც მანამდე არსებული 2 მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და ლიდერ თანაქალაქელს 10 ქულით ჩამორჩება და პრემიერ ლიგაში მე-2 ადგილს იკავებს.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ბოლო მატჩებში ვერ გამოიყურებოდა ოპტიმალურად, ეს რთული სერია მათ "სოსიედადთან" ევროპის ლიგის მატჩში შეწყვიტეს, სადაც გასვლაზე მეტოქე 0:4 გაანადგურეს და ამ მატჩიდან გამოყოლილ კარგ ხასიათზე "ნიუკასლიც" დაამარცხეს "ოლდ ტრაფორდზე". მატჩის შემდგომ ნორვეგიელმა სპეციალისტმა ისაუბრა იმაზე თუ რა შანსები არსებობს პრემიერ ლიგაში საჩემპიონო მარათონში.
"არასდროს მჩვევია რამეზე ვთქვა, რომ დამათავრდა, სანამ იგი ნამდვილად ბოლომდე არ დასრულდება. მიმდინარე სეზონის მანძილზე ბევრი მაგალითი ვიხილეთ იმისა, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს გუნდებისთვის შედეგები, ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენს შედეგებზე უნდა ვიფიქროთ და გავაუმჯობესოთ იგი".
"ეს გახლავთ ის რისი კონტროლიც ჩვენს ხელშია, გვქონდა კარგი შანსი "ვესტ ბრომვიჩთან" და "შეფილდ იუნაიტედთან", თუმცა დავკარგეთ უმნიშვნელოვანესი ქულები. უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფოკუსირებულნი".
"რაც მთავარია მოვახერხეთ მენტალური და ფიზიკური მომზადება მატჩისთვის, მართალია გაგვიჭირდა თუმცა ავიღეთ მნიშვნელოვანი 3 ქულა, მარტივი არ არის ითამაშო ხუთშაბათს და შემდეგ მზად შეხვდე კვირის მატჩს". - განაცხადა ნორვეგიელმა