თბილისი:
მანჩესტერი:
3-03-2013, 14:26
ავტორი: Mr. Rooney,
ნანახია: 2681,
კომენტარები: 14
გიგზი მე-1000 მატჩს რეალის წინააღმდეგ ჩაატარებს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერანი ფეხბურთელი რაიან გიგზი “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ მე-1000 მატჩს ჩაატარებს.
გიგზი მე-1000 მატჩს რეალის წინააღმდეგ ჩაატარებს
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა მანჩესტერული კლუბის ტელეკანალთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 39-წლის ნახევარმცველი რაიან გიგსი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ განმეორებით შეხვედრაში “რეალის” წინააღმდეგ მოედანზე აუცილებლად გამოჩნდება, რომელიც სამშაბათსაა დაგეგმილი.

გუშინ იუნაიტედმა ნორვიჩს უმასპინძლა და 4-0 გაანადგურა, ამ შეხვედრაში კი რაიანს მონაწილეობა არ მიუღია, რეალთან “წითელ ეშმაკების” მაისურით მატჩი მეათასე იქნება.

“გიგსი სამშაბათს ითამაშებს. ჩვენ არ შეგვიძლია გამოვტოვოთ ის მომენტი, რომელიც ამ ადამიანის კარიერაში ყველაზე გამორჩეული იქნება. რაიანმა ეს დაიმსახურა” – განაცხადა ფერგიუსონმა MUTV-სთან.

მას ჯერ კიდევ სჯერა, რომ იგი კარგად თამაშობს და მაყურებლისთვის ლამაზი საყურებელი იქნება მისი თამაში.

შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ გიგსმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.

წყარო: Goal.Com
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Amerigo
3 მარტი 2013 18:14
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
მართლაც დაიმსახურა
0
№12
ავტორი: VaRdo
3 მარტი 2013 18:23
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: UTD-Rule
ვა ნეტა ძირითადში იქნება ?


ჩემი აზრით კი! ესეთ შეხვედრებში გამოცდილება დიდ როლს ასრულებს!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№13
ავტორი: GeorgeBest
3 მარტი 2013 19:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იუნაიტედის მაისურით შეძლებს 1000 მატჩის ჩატარებას! წარმოუდგენელი რამა, მაგრამ შეძლებს
0
№14
ავტორი: I_K_A
3 მარტი 2013 23:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 245
მანჩესტერის მაისურით არ ატარებს ხალხო მეათასე მატჩს, მანიუში ცხრაასრაღაც ააქვს ჩატარებული, ეს არის მთელი საფეხბურთო კარიერის მეათასე მატჩი )

არ ააქვს ამას მნიშვნელობა, ფენომენალური შედეგია ! ისე სადღაც წავიკითხე 1 წითელი ბარათი მიღებული ქონია )
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top