რამოსმა არაბული კლუბების და პესეჟეს შეთავაზებები არ მიიღო - ოჯახს ინგლისში სურს ცხოვრება.
მადრიდის "რეალის" სუპერვარსკვლავის ძმა აცხადებს, რომ პირველი შეთავაზება "იუნაიტედიდან" გაკეთდა.
ჟურნალისტ იან მაკგარის თქმით, მადრიდის "რეალი" უკვე გაფრთხილებულია, რომ რამოსმა კარიერა შესაძლოა "იუნაიტედში" გააგრძელოს.
იან მაკგარი, ჟურნალისტ დუნკან კასტლესთან ერთად აცხადებს, რომ ლეგენდარულ ცენტრალურ მცველს არ სურს განაახლოს ერთწლიანი პირობები, რომლებიც ამჟამად მადრიდმა შესთავაზა.
რამოსი 35 წლის ხდება და ალბათ უფრო უსაფრთხო კონტრაქტს უყურებს, მისმა შედეგებმა აჩვენა, რომ იგი იმსახურებს "ლოს ბლანკოსში" კარიერის დასარულებას.
მაკგარი დასძენს, რომ რამოსი თამაშობს და ცდილობს პერესისგან მიიღოს ხელსაყრელი კონტრაქტი, მისთვის საუეკთესო პირობებით. მაკგარი იმავე წყაროს საშუალებით აღნიშნავს, რომ რამოსის ძმამ და აგენტმა, რენემ შეატყობინეს ლა ლიგის ჩემპიონებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უკვე იყო კონტაქტში სუპერვარსკვლავის უფასოდ გასაფორმებლად.
https://www.caughtoffside.com/