თბილისი:
მანჩესტერი:
27-01-2021, 13:54
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1592,
კომენტარები: 12
რაშფორდი: "იქნებ მე ვარ გულუბრყვილო"
მისაბაძი, სამაგალითო, სამართლიანი - მარკუს რაშფორდი.
რაშფორდი:
ბრიტანეთში რიგით მესამე საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. სკოლები კვლავ დაიხურა. დაბალშემოსავლიან ოჯახებს ყოველ 10 დღეში ერთხელ 30 ფუნტიანი ვაუჩერის მიღება შეუძლიათ, თუმცა ზოგი მათგანი ამის ნაცვლად სასურსათო კალათების იგივე ღირებულებას იღებს.

ამ საკითხში კი მარკუსი უკვე საკმაოდ კარგად ერკვევა და ნანახით შეშფოთებულია, რაც საზოგადეობასაც გააცნო.

ერთ-ერთმა დედამ, რომელმაც 30 ფუნტის ნაცვლად სასურსათო კალათი მიიღო შეამჩნია, რომ პროდუქტები გამოყოფილ თანხას არ შეესაბამებოდა.

"რაც აქ არის, ამ ყველაფერს სუპერმარკეტში 5.52 ფუნტად შევიძენდი. კერძო კომპანიამ, რომელმაც ამ ვალდებულებას ხელი მოაწერა, აშკარად კარგი მოგება ნახა." - განაცხადა ქალბატონმა.

ამ თემას მალევე გამოეხმაურა მარკუს რაშფორდი და დაწერა: "თუ, ოჯახებს აქვთ უფლება მიიღონ 30 ფუნტის ღირებულების საკვები, მაშინ რატომ არის მიღებული პროდუქტი 5 ფუნტის ღირებულების? ეს მიუღებელია".

Chartwells-მა, რომელმაც ხსენებული ხელშეკრულება გააფორმა და სურსათის მიწოდებაზე პასუხისმგებელია, შეეცადა არსებული ვითარება აეხსნა:

"გთხოვთ მოგვაწოდოთ რომელ სკოლაში დადის თქვენი შვილი და გპირდებით ჩვენ აუცილებლად გადავამოწმებთ ინფორმაციას."

ამის შემდეგ მარკუს რაშფორდმა სხვა მსგავსი კალათების ფოტოების გაზიარება დაიწყო და აღმოჩნდა, რომ პრობლემა მასშტაბურია:

"3 დღის საკვები 1 ოჯახისთვის? ეს საკმარისია?

"წარმოიდგინეთ, რომ ბავშვები ისწავლიან სახლში. მშობლებზე აღარაფერს ვამბობ, რომლებსაც უწევთ ასწავლონ მათ. ალბათ, ისინი საერთოდ არ ჭამენ, რომ თავიანთი ბავშვების გამოკვება შეძლონ."

"ეს ხომ 2021 წელია? ყველას გვმართებს უკეთესები ვიყოთ."

მარკუს რაშფორდის აქტიურობის შედეგად, საქმეში მთავრობა ჩაერთო. ბავშვთა დაცვის მინისტრმა ვიკი ფორმდა დაწერა, რომ სასწრაფოდ განიხილავს ამ თემას.

განცხადება განათლების სამინისტრომაც გააკეთა: "ჩვენ ამ საქმეს ვსწავლობთ. ჩვენ გვაქვს მკაფიო წესები კვების ამანათებთან დაკავშირებით და იმედი გვაქვს, რომ ამ წესებს ვიცავთ. ხსენებული შეფუთვა უნდა იყოს ნოყიერი და შეიცავდეს მრავალფეროვან საკვებს".

რაშფორდმა სამშაბათს, Chartwells-თან საუბრის შემდეგ ინტერნეტსივრცეში მორიგი ფოტოები გაავრცელა, რომლებსაც ამაღელვებელი ტექსტი დაურთო: "დღეს თამაში მაქვს, მაგრამ ამ საუბრის შესახებ მინდა გითხრათ. ველოდები Chartwells-ისა და განათლების სამინისტროს დღევანდელი შეხვედრის შედეგებს".

მარკუსმა შენიშვნების სია გამოაქვეყნა:

"ამჟამად უფასო სასკოლო კვება ითვლისწინებს ერთი ბავშვის 10-ჯერ გამოკვებას 2 კვირის განმავლობაში. პირველ რიგში ეს მაწუხებს. საკმარისია კი დღეში 1-ჯერ გამოკვება, თანაც ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ამ დაუცველი ბავშვებისთვის?"

"იცით რამდენი დამოუკიდებელი ბიზნესი გვაქვს? რატომ არ შეგვიძლია მათი მობილიზება, რომ ხელი შევუწყოთ საკვების სამართლიანად განაწილებას? ან იქნებ მე გულუბრყვილო ვარ?"


"პრობელმა ისაა, რომ სახემწიფოსგან მწირი ინფორმაცია მიეცა ყველას, ბავშვები არუნდა შიმშილობდნენ იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანეთში არ გვაქვს ნორმალური კომუნიკაცია. ეს დაუშვებელია."

რაშფორდმა ოთხშაბათს ახალი პოსტი გამოაქვეყნა: "ესესაა ისინი პრემიერ მინისტრს ესაუბრნენ. მან დაარწმუნა ყველა, რომ სასურსათო მომარაგების პრობლემას მთლიანად გადაჭრის. მიმდინარეობს მომარაგების ქსელის სრული ანალიზი".

მარკუსის ასეთმა აქტიურმა ქმედებებმა, შედეგი ამჯერადაც გამოიღო, რაც პირველი შემთხვევა არ არის და მისგან მსგავს საქციელს უკვე მივეჩვიეთ.

მან გასულ წელს ბრიტანეთის მასშტაბით 1.3 მილიონი ბავშვისთვის კამპანია ჩაატარა, რათა მათ უფასოდ მიეღოთ სასკოლო კვება ზაფხულის არდადეგებზეც.

რაშფორდის ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და მთავრობა აიძულა გადაწყვეტილება შეეცვალა.

მარკუსი დიდი ბრიტანეთის დედოფლის განკარგულებით გახდა სამეფოს საუკეთესო ორდენის (MBE) მფლობელი.
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Manchester2008
27 იანვარი 2021 23:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
ძაან მაგარი ხარ მარკუსა
0
№12
ავტორი: onlyred
27 იანვარი 2021 23:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
ზოგი როგორი ჩათლახია რა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top