თბილისი:
მანჩესტერი:
25-01-2021, 21:23
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1602,
კომენტარები: 12
არ შეიძლება 26 წლის ასაკში დაიღალო
წაგება მძულს.
არ შეიძლება 26 წლის ასაკში დაიღალო
ბრუნო ფერნანდეშმა თქვა, რომ დაღლილობა არ უგრძვნია, მაგრამ მას ესმის, თუ რატომ დატოვა ოლე გუნარ სოლსკიაერმა იგი სკამზე "ლივერპულთან."

"დავიღალე? 26 წლის ასაკში არ შეიძლება დაიღალო, ახლა თუ დავიღალე, რა იქნება 30 ან 32 წლის ასაკში? მე უბრალოდ ვერ შევძლებ თამაშს და ხუთიდან ერთ შემთხვევაში გამოვალ მოედანზე. ასე რომ არა, დაღლილი არ ვარ".

"რა თქმა უნდა, მხოლოდ მწვრთნელმა იცის, თუ რა იქნება საუკეთესო გუნდისთვის და დღეს მან გადაწყვიტა დონისთან ერთად ეთამაშა და ამით შემადგენლობა ცოტა გადაახალისა. ვფიქრობ, ეს სამართლიანია, რადგან დონი ვარჯიშებზე ნამდვილად შესანიშნავია. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდება მომავალში."

"რა თქმა უნდა, ჩემი თავდაჯერებულობა იზრდება. აქ იმიტომ გადმოვედი, რომ ვიცოდი ამ კლუბს სურს მოიგოს ყველაფერი, რაც შეუძლია. მე ისე ვარ მოწყობილი, რომ ფეხბურთში და ცხოვრებაშიც ვფიქრობ მხოლოდ გამარჯვებაზე".

"ამიტომ, თქვენ უნდა იყოთ დარწმუნებული თქვენს შესაძლებლობებში, ენდოთ თანაგუნდელებს და დავიჯერებ ბოლომდე მხოლოდ მაშინ, როდესაც დავინახავ, რომ აღვმართავთ თასს".

"მე ყოველთვის ასეთი ვიყავი. წაგება მძულს. ჩემთვის დამარცხება არ არის ნორმალური, ეს არის რაღაც არაჩვეულებრივი. ასე იყო ბავშვობიდან, მაშინაც კი, როდესაც ჩემს ძმას, მეგობრებს ან მეზობლებს ვეთამაშებოდი. წაგება მეზიზღებოდა. ვფიქრობ, ეს ჩემთან ერთად დარჩა მთელი ცხოვრების განმავლობაში."

http://www.manutd.ru/
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: K1llsw1tch
26 იანვარი 2021 00:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
ბოლო აბზაცმა ფერგის და როი კინის ჟილკა გამახსენა :)))

სწორედ მაგ ჟილკამ შექმნა ეპოქა იუნაიტედში.
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
26 იანვარი 2021 18:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგია ასეთ განწყობაზე როა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top