მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი ჯესი ლინგარდი იუნაიტედის მენეჯერს ოლე გუნარ სოლსკიაერს უპირისპირდება მისი არ გაშვების გამო.
ამ სეზონში ლინგარდმა მხოლოდ სამი შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა ამიტომ მას სურს გადავიდეს კლუბში, სადაც მას შეეძლება რეგულარული სათამაშო პრაქტიკის მიღება.
ამასთან, ESPN– ის თანახმად, სოლსკიაერს არ სურს გაუშვას ჯესი, რადგან თვლის, რომ მას შეუძლია კარგად გამოვიდეს მოედანზე სეზონის მეორე ნახევარში, და დაეხმაროს გუნდს როდესაც "წითელ ეშმაკებს" რამდენიმე ფრონტზე მოუწევთ თამაში.
თუ "იუნაიტედი" მოხვდება FA თასისა და ევროპა ლიგის ფინალებში, მათ სეზონის ბოლომდე 34 მატჩის ჩატარება მოუწევთ. სწორედ ამიტომ სოლსკიაერი ფრთხილობს ამის მხრივ და უარს ეუბნება ლინგარდს ახალ კლუბში გადასვლაზე, მაგრამ ლინგარდი ამაზე უფრო მეტად ბრაზდება და საკუთარი მომავლით არის დაინტერესებული.
ჯესით დაინტერესებულ კლუბებში შედიან მარსელი, პორტუ, ინტერი, ტოტენჰემი და ვესტ ჰემი, მაგრამ ამათგან ფავორიტი შეფილდ იუნაიტედია, ხანჯლები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ 28 წლის ფეხბურთელის ტრანსფერს მალე გააკეთებენ. ხოლო ინგლისელი კი მხოლოდ წინსვლის და ახალი კლუბის პოვნის მოლოდინშია.