"მე ვიცი, რომ უკეთესად თამაშს შეგვიძლია, მაგრამ ერთი ქულა ავიღეთ და ეს გვიჩვენებს, თუ რამდენადაა წინსვლა გასული წლის ან თუნდაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში. ვფიქრობ, შეხვედრის ბოლოს უკვე შეიქმნა განსაკუთრებული შეგრძნება: "ჰო, ეს მატჩში უნდა მოვიგოთ". მათმა მეკარემ ორი შესანიშნავი სეივი გააკეთა."
"სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე ცოტა იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ვეთამაშებოდით დიდ გუნდს, რომელსაც უფრო მეტი ბურთის ფლობა ჰქონდა. მაგრამ როცა იცით მეტოქით ტრამვების შესახებ, აქ მოსვლა და სასურველი შედეგის მიღწევა გსურთ. ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია, მაგრამ ერთი ქულა არც ისე ცუდია, იმ პირობით, რომ შემდეგ მატჩში, რა თქმა უნდა გავიმარჯვებთ."
რისი გაუმჯობესება შეიძლება
"ჩვენ შეგვიძლია უფრო კონცენტრირებულები ვიყოთ და ბურთის ფლობაც შეგვიძლია. დღეს ჩვენ ძალიან ბევრს ვიცავდით და ძალიან ხშირად ვთმობდით ბურთს. ალბათ, რამდენიმე მომენტი გამოგვრჩა, მაგალითად, როდესაც მარკუსი გარბოდა, ზოგჯერ კი მისთვის პასის გადაცემაც კი არ შეგვეძლო. ზოგადად, არის მომენტები, რომლებზეც უნდა ვიმუშაოთ."
პოგბას თამაშის შესახებ
"ვფიქრობ, პოლი დღეს მშვენიერი იყო! ჩვენ ვიცოდით, რომ დღეს მას დაცვაზე თამაში მოუწევდა, მეტოქის დაბლოკვა და რობერტსონის წინააღმდეგ გვეხმარებოდა. რა თქმა უნდა, მან თავისი თამაშით გოლი დაიმსახურა. ვიმედოვნებ, რომ ფეხბურთი, რომელიც მან აჩვენა, გაამართლა გადაწყვეტილება, რომ იგი გავანთავისუფლე ნახევარდაცვის ფუნქიებიდან, რადგან მე ვფიქრობ, რომ მან შესანიშნავად ითამაშა. ვგრძნობდი, რომ პოლს შეეძლო მოწინააღმდეგესთვის ბევრი პრობლემა შეექმნა."
რაშფორდი, როგორც ცენტრ ფორვარდი
"მინდოდა მარკუსი საჯარიმოს პირას ყოფილიყო თავისი ტემპის გამო. სერიოზული პრობლემები შეიძლება შეგვექმნა "ლივერპულისთვის", რადგან ვიცოდით მათი პრობლემები დაცვაში."
ბრუნოს შეცვლის შესახებ
"ეს ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო. მოსვლის შემდეგ ბრუნო დაუღალავად მუშაობს ყველა შეხვედრაში. ბოლოს ვგრძნობდი, რომ პოლის ფიზიკურმა ყოფამ შეიძლება შანსი მოგვცეს. თქვენ იცით, რომ მეისონს თუ შანსი მიეცემა, რამდენიმე წუთში შეუძლია გაიტანოს. მეისონის გასვლა იყო იღბალზე თამაში, მიუხედავად იმისა, რომ მას რობერტსონთან მოუწევდა ბრძოლა."
ჯერ კიდევ ცხრილის ლიდერები
"არ აქვს მნიშვნელობა ამ წუთას სად ვართ, მთავარია სად ვიქნმებით ბოლოს. ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ვითარდებით და ძალიან კარგია, როდესაც იმედგაცრუებულები ვართ, რომ აქედან მხოლოდ ერთი ქულა წავიღეთ."