თბილისი:
მანჩესტერი:
3-03-2013, 11:25
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 1985,
კომენტარები: 11
ჯონსი:"გაგვიჭირდება რონალდოს შეჩერება"
"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელმა მცველმა ფილ ჯონსმა განაცხადა,რომ გუნდს "რეალ მადრიდის" პორტუგალიელი ნახევარმცველის კრიშტიანო რონალდოს გაჩერება ძალიან გაუჭირდებათ,ასევე ჯონსმა ინტერვიუში განაცხადა,რომ ის ამ მომენტისათვის შესაძლოა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.
ჯონსი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელმა მცველმა ფილ ჯონსმა განაცხადა,რომ გუნდს "რეალ მადრიდის" პორტუგალიელი ნახევარმცველის კრიშტიანო რონალდოს გაჩერება ძალიან გაუჭირდებათ,ასევე ჯონსმა ინტერვიუში განაცხადა,რომ ის ამ მომენტისათვის შესაძლოა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

"პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო ჩემი აზრით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია,შეიძლება ამაში ბევრი არ დამეთანხმოს,მაგრამ ეს ჩემი აზრია.მას აქვს ის ყველაფერი,რაც სრულყოფილ თავდამსხმელს სჭირდება.მისი ბალანსი,მოძრაობა,სიჩქარე,დარტყმა ორივე ფეხში - ეს უბრალოდ ფანსტასტიურია." - განაცხადა ფილ ჯონსმა thesun.co.uk-თან.

"ჩემი აზრით მადრიდში "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩვენ საკმაოდ კარგად შევუზღუდეთ რონალდოს ის სივრცეები,რომლის გამოყენებასაც ცდილობდა,მაგრამ ამის მიუხედავად მაინც გაგვიტანა.ჩვენ ყველამ ვიცით,რომ მეორე მატჩში იქნება ნამდვილი ბრძოლა,სადაც გამარჯვებული მხოლოდ ერთი იქნება." - დაასრულა ჯონსმა.

"ნორვიჩთან" წინასამატჩო პრესკონფერენციაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" შოტლანდიელმა თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა,რომ ფილ ჯონსმა უკვე ვარჯიში განაახლა და შესაძლოა ის "ოლდ ტრაფორდზე" ვიხილოთ ჟოზე მოურინიოს გუნდის წინააღმდეგ.

წყარო: Redevils.Ru
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: buka oboladze
3 მარტი 2013 17:15
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
არაუშავს უნდა შეაჩეროთ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top