ბრუნო ფერნანდეშმა პოლ პოგბასთან ურთიერთობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ფრანგი ნახევარმცველი გუნდს სჭირდება.
"მე კარგი ურთიერთობა მაქვს პოლთან, ის ლაპარაკობს იტალიურად, როგორც მე. როდესაც კლუბში მივედი, ის ტრამვირებული იყო. ვხედავდი როგორ ვარჯიშობდა და მუშაობდა."
"ზოგჯერ მეძახდა და მეუბნებოდა: არ ინერვიულო, მატჩებს ვუყურებ, ვხედავ, როგორ მოძრაობ. როდესაც კარგად ვიქნები, დაგანახებ როგორ შემიძლია ბურთის გადმოცემა."
"პოლს სეზონის რთული დასაწყისი ჰქონდა, რადგან მან განიცადა COVID-19. მას ნამდვილად გაუჭირდა ფორმაში შესვლა, მაგრამ ვფიქრობ ახლა ყველაფერი რიგზეა და ის თავს ბევრად უფრო თავდაჯერებულად გრძნობს. ჩვენს გუნდს ის სჭირდება და მას შეუძლია დაგვეხმაროს."
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით "იუნაიტედი" აპირებს ზაფხულში პოგბას გაყიდვას.