თბილისი:
მანჩესტერი:
3-03-2013, 12:15
ავტორი: TrueRed,
ნანახია: 2049,
კომენტარები: 14
ბოსი:"ეს დღე კაგავასი იყო"
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა რომ გუშინ კაგავას დღე იყო.
ბოსი:
სერ ალექსმა აღიარა რომ ეს დიდი დღე იყო კაგავასათვის, მან ჰეთთრიკი შეასრულა "ნორვიჩის" წინააღმდეგ და დაეხმარა გუნდს გამარჯვების მოპოვებაში "ოლდ ტრაფორდზე".

კაგავამ მხოლოდ ორჯერ მოახერხა გოლის გატანა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით, მან ბრწყინვალე თამაში აჩვენა "ნორვიჩთან" მატჩში და ლამაზი გოლებიც გაიტანა.

ინგლისელმა თავდასხმელმა უეინ რუნიმაც ძალიან კარგად ითამაშა გუშინ, რომელმაც ერთი გოლის გატანა შეძლო და კაგავას დაეხმარა ორ შემთხვევაში გოლის გატანაში, ასევე თავის აქტვში ჩაიწერა ორი საგოლე გადაცემა და "წითელი ეშმაკები" 15 ქულით უსწრებენ თანაქალექელ "მანჩესტერ სიტის"

"არ მოველოდი რომ მატჩის ბოლოს ეს ანგარიში დაფიქსირდებოდა ტაბლოზე". განაცხადა სერ ალექსმა ტელეკომპანია MUTV სთან -"მაგრამ როცა შინჯიმ გადაიწია ცენტრისაკენ შეიცვალა სიტუაცია და მან ჰეთთრიკის შესრულება მოახერხა".

"ის იყო გენიოსი. მან იცის როგორ დააგვირგვინოს მომენტი, მისი მეორე გოლი იყო აუღელვებელი და ძალიან კარგად შესრულებული, მესამე გოლს რაც შეეხება იყო ბრწყინვალედ შესრულებული, ეს იყო დიდი დღე მისთვის".

ბოსი უკვე გამოტყდა რომ კაგავასგან კიდევ ბევრს ელის, რომ ის კიდევ მოუმატებს თამაშს და სწრაფად ადაპტირდება.

"იგი ოქტომბერში დაშავდა და გაუცა ძალიან ბევრი, მაგრამ ის შედის ფორმაში და უმატებს, მე ვფიქრობ რომ ნამდვილ კაგავას თქვენ მომავალ წელს იხილავთ".

ასევე ყურადღებას იმსახურებს გუშინდელი რუნის თამაში, მაგრამ მთავარი თამაში ჯერ წინ აქვს "წითელ ეშმაკებს" ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩი "მადრიდის რეალის" წინააღმდეგ.

"უეინმა გუშინ საკმაოდ კარგად ითამაშა, მას გაუცდა ორი ან სამი თამაში წინ მაგრამ მან გაიტანა გოლი ეს მართლაც ჭირდებოდა მას".

"საერთო ჯამში ჩვენ ვაჩვენეთ ჯანსაღი სული და გამოცდილება".


წყარო:manutd8.com
სიახლეები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Jubo
3 მარტი 2013 14:52
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
პირველი აზიელი ფეხბურთელია, ვინც პრემიერ ლიგაში ჰეთ-თრიკი შეასრულა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№12
ავტორი: ლადო
3 მარტი 2013 15:13
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
რუნის გოლიიც ძალიან მაგარი იყოოო, აი სერიოზნი....კაგავაც კლასნია რააა
0
№13
ავტორი: VaRdo
3 მარტი 2013 16:29
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ კაგავა ძაან მაგარი ხარ. ისე წელს 2 ჰეტ ტრიკი გავიტანეთ და ორივე ახალწვეულმა. wink პერსი და კაგავა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№14
ავტორი: buka oboladze
3 მარტი 2013 17:20
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ბრუსლიი love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top