მანჩესტერ იუნაიტედი კვლავ დაინტერესებულია ასტონ ვილას ფლეიმეიკერის ჯეკ გრეალიშის შეძენით.
იუნაიტედს გრილიშის შეძენა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სურდა, მაგრამ კლუბმა დახარჯა 40 მილიონი ფუნტი დონი ვან დე ბეეკში და ეშინოდა კორონავირუსის პანდემიის ხანგრძლივი კრიზისის, ისინი არ იყვნენ მზად ჯეკისთვისაც გამოეყოთ 65 მილიონ ფუნტზე მეტი.
ამასთან ერთად, გრილიში იმდენად შესანიშნავ სეზონს ატარებს, რომ "წითელი ეშმაკების" ყურადღება კიდევ უფრო ძალიან მიიპყრო და მის შეძენას ამ ზაფხულს განიხილავენ იუწყება გამიცემა - Daily Mail.
ცხადი და სავარაუდოა ისიც, რომ ასტონ ვილა ხელს არ შეუშლის გრილიშის დიდ კლუბში გადასვლას, მაგრამ კაპიტნისთვის ისინი 100 მილიონ ფუნტ სტერლინგზე ნაკლებს არ მოითხოვენ.
ასევე გეტყვით იმასაც, რომ პარასკევს ღამით, 25 წლის გრილიში, ასტონ ვილასთან ერთად, ოლდ ტრაფორდზე იუნაიტედს ესტუმრება. ეს შეხვედრა დიდი შესაძლებლობა იქნება იმისთვის რომ "ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი უფრო კარგად დააკვირდეს ასტონ ვილას ათიანს.