"მანჩესტერ იუნაიტედმა" სპორტული დირექტორის პოზიციისთვის 5 კაციანი სია შეადგინა.
პირველად კლუბის ისტორიაში მფლობელები საუბრობენ იმაზე, რომ "იუნაიტედმა" შესაძლოა შექმნას სპორტული დირექტორის პოზიცია უახლოეს მომავალში, რადგან ამაზე რამდენიმე წლის განმავლობაში საუბრობდნენ მაშინაც კი როცა კლუბში მთავარი მწვრთნელის პოსტი ჟოზე მოურინიოს ეკავა.
Daily Record- ის თანახმად, გლეიზერების ოჯახი შეშფოთებულია კლუბის ტრანსფერების დაბალი ეფექტურობით ბოლო წლების განმავლობაში და სურს ამ საკითხების მოგვარება და ფულის სწორი ხარჯვა უმაღლესი დონის პროფესიონალს მიანდოს.
უფრო მეტიც, გლეიზერებმა და თავად ვუდვორდმა უკვე შეადგინეს პოტენციური კანდიდატების 5 კაციანი სია. "იუნაიტედი" სპორტული დირექტორის თანამდებობაზე პირველ კანდიდატურად ინგლისში ყველასთვის ცნობილ პოლ მიტჩელს ანიჭებს რომელმაც სახელი გაითქვა "მონაკოსა" და "ლილში" ასევე ლუის კამპუსს, და აიაქსიდან მარკ ოვერმარსს. ასევეამ სიაში არის ორი სპეციალისტიც, რომელთა სახელები პრესაში არ ვრცელდება.
"იუნაიტედი" გავრცელებული ინფორმაფიით შესაბამის პოზიციას 2021 წელს დაამტკიცებს.