"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ინგლისელი შემტევი მარკუს რეშფორდი კლუბში დარჩენას კიდევ დიდხანს გეგმავს. "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება და ნიჭიერი შემტევი ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტს მიიღებს.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური განცხადებები უმოკლეს დროში გაკეთდება, ამის შესხებ იუწყება ცნობილი გამოცემა Daily Star-ი.
"იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი 23 წლის ფეხბურთელის კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებას 2 თვის განმავლობაში გეგმავს.
ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, გუნდის ათიანი გაუმჯობესებულ სახელფასო განაკვეთს მიიღებს, რაც ციფრებში 17 მილიონს უდრის ყოველწლიურად.
მიმდინარე ხელშეკრულება ფეხბურთელს "მანჩესტერ იუნაიტედთან" 2023 წლამდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში მარკუს რეშფორდის მონაგარი 12 პრემიერლიგურ შეხვედრაში გატანილი 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.