"ატალანტას" 18 წლის ვინგერი "იუნაიტედმა" ოქტომბერში შეიძინა,თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელს პასპორტთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა,რამაც ფეხბურთელის კიდევ რამდენიმე თვით იტალიაში დარჩენა განაპირობა.
ფეხბურთელი ინგლისელებმა დედლაინ დღეზე იყიდეს,ტალანტში 37 მილიონი ევრო გადაიხადეს.დიალო "ატალანტას" აკადემიას 2015 წელს შეუერთდა,პირველ გუნდში დებიუტი კი შარშან ჰქონდა,"უდინეზეს" წინააღმდეგ სადაც მისმა გუნდმა 7-1 გაანადგურა მეტოქე.
ის მოედანზე სკამიდან ჩაერთო და გოლიც გაიტანა,მსგავსი რამ კი 2002 წელს დაბადებულმა ფეხბურთელმა სერია ა ში პირველად გააკეთა.
მან 4 თამაში ჩაატარა იტალიის ჩემპიონატში,შარშანდელ ახალგაზრდულ გუნდის შემადგენლობაში კი 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა,გაიტანა 7 გოლი და გააკეთა 11 ასისტი.
მას გუნდელები ლიონელ მესისაც ადარებენ - "გუნდში არიან მცველები რომლებსაც ხანდახან მისი გაჩერება უბრალოდ არ შეუძლიათ,ამის გასაკეთებლად უბრალოდ უხეში თამაში გვიწევს,ის მესივით თამაშობს!" - ამბობს "ატალანტას" კაპიტანი.